logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბიურომ პლენარული სხდომის დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა
ბიურომ პლენარული სხდომის დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა
13:09 20.07.2018
ბიურომ დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა.
განსახილველ საკითხებს დაემატა:

• კანონპროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“. საქართველოს მთავრობის ინიციატივით წარმოდგენილი პროექტი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. იგი ხორციელდება სახელმწიფო პენსიისა და კომპენსაციის უზრუნველყოფისგან დამოუკიდებლად. აღნიშნული კანონი გავრცელდება ფიზიკურ პირზე, რომელიც დასაქმებულია სამოქალაქო და შრომის (საქართველოს ან უცხო ქვეყნის) კანონმდებლობებით დადგენილი წესით, ან საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც არიან საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი (დირექტორი) ან მისი მოვალეობის შემსრულებელი, ან ასრულებენ ვალდებულებებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სამართალდამცავ და მასთან გათანაბრებულ ორგანოებში სამსახურთან. კანონპროექტით დგინდება საპენსიო შენატანების განხორციელების წესი და ოდენობა; განისაზღვრება სსიპ საპენსიო სააგენტოს შექმნისა და საქმიანობის წესები, აგრეთვე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები; კანონპროექტი აგრეთვე აწესრიგებს დაგროვებითი პენსიის ადმინისტრირებასთან, საპენსიო სქემაში გაწევრიანებასთან, დავების გადაწყვეტასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონპროექტი მეორე მოსმენით იქნება სხდომაზე განხილული.



• ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“.

ორგანული კანონის პროექტი არეგულირებს საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, ორგანული კანონის პროექტში მოწესრიგებულია საპარლამენტო, საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნებისათვის რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით სათანადო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები. პროექტი სხდომაზე მეორე მოსმენით იქნება განხილული.


• დაჩქარებული წესით წარმოდგენილი რამდენიმე კანონპროექტი, მათ შორის, კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. პროექტის თანახმად, გადასახადის გადამხდელებს სრულად ჩამოეწერებათ 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ მათ 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ აღარ განუხორციელებიათ საგადასახადო ანგარიშგება.

ბიუროს წევრებმა საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების პროექტი საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებით 2018 წლის 4 ივლისიდან მოწვეული საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომების კვირაში, დასვენების დღეს - შაბათს, 21 ივლისის 12 საათიდან პარლამენტის პლენარული სხდომის გამართვის შესახებ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა