logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში ევროკომისარს შეხვდა
დავით ზალკალიანი სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში ევროკომისარს შეხვდა
18:25 19.07.2018
ევროკომისარი სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან თანამშრომლობას და უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში. ამის შესახებ ქრისტოს სტილიანიდისმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს განაცხადა.



ევროკომისარმა ასევე დადებითი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს, რა დროსაც ხელი მოეწერა ქართულ მხარესთან კატასტროფების რისკის მართვის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტს. შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრაზე ევროკომისარმა კიდევ ერთხელ დადასტურა ევროკავშირის მზაობა აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოსთან ამ სფეროში.



შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართული მხარის სურვილი გააღრმავოს და განავითაროს ევროკავშირთან სექტორული მიმართულებით თანამშრომლობა. როგორც დავით ზანკალიანმა აღნიშნა, საქართველო მზად არის გააკეთოს იმაზე მეტი, რასაც მისგან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ევროკავშირის სტანდარტებთან უფრო მეტად მიახლოების მიზნით. მინისტრმა ამ კუთხით ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის გეგმას ევროკავშირთან ინტეგრაციის საგზაო რუკის თაობაზე. ევროკომისრის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ევროპული დღის წესრიგის და ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნის მხარდაჭერა. დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ამ გზაზე გაწეული ძალისხმევა და გატარებული რეფორმები.



მხარეები მიესალმნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ბრიუსელში, როგორც ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის ურყევობის დადასტურებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის