მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გუნდი იმისათვის არსებობს,
რომ იქ სხვადასხვა საკითხები შეჯერდეს.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდის წევრები საზოგადოებას განსხვავებულ პოზიციებს ყოველგვარი შეჯერების გარეშე მიაწვდიან, ქაოსი შეიქმნება.
„ზოგადად, გუნდი იმისათვის არსებობს, რომ იქ სხვადასხვა საკითხები შეჯერდეს, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა.
თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მმართველი გუნდის წევრებმა ყოველგვარი შეჯერების გარეშე მიაწოდონ საზოგადოებას განსხვავებული პოზიციები, ეს ავტომატურად ქაოსს ნიშნავს და როდესაც ამას პოპულიზმი და თანაგუნდელების მიმართ შეურაცხყოფაც ემატება, ეს დესტაბილიზაციის განცდას და შანსს კიდევ უფრო ზრდის, რაც მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ტიპის ოპოზიციის ინტერესებში ჯდება და პირდაპირ ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს.
სწორედ ამიტომ არის, რომ დავით ჭიჭინაძეს დღეს მხოლოდ ნაციონალი ნიკა მელია და რომან გოცირიძე იცავენ“- განაცხადა მდინარაძემ.