logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს დელეგაციამ პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების XII კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს დელეგაციამ პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების XII კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
17:47 19.07.2018
საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების XII კონფერენციაში, რომელიც კაბო ვერდეში, სანტა მარიაში გაიმართა.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საგანგებო დავალებათა ელჩი, შალვა ცისკარაშვილი და პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს წარმომადგენელი CPLP-ში, რევაზ ბეშიძე. აღნიშნულ ორგანიზაციაში საქართველო გაწევრიანებულია ასოცირებული დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსით 2014 წლიდან.



სამიტში მონაწილეობა მიიღეს პორტუგალიის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, ბრაზილიის, მოზამბიკის, გვინეა ბისაუს, კაბო ვერდეს, სან-ტომე და პრინსიპეს, ეკვატორული გვინეის, ანგოლის პრეზიდენტებმა და აღმოსავლეთ ტიმორის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სამიტის შედეგად მიღებული იქნა სანტა მარიას დეკლარაცია.



ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის აღმასრულებელ მდივანთან, კაბო ვერდეს საგარეო საქმეთა მინისტრთან, აღმოსავლეთ ტიმორის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სან ტომე და პრინსიპეს საგარეო საქმეთა მინისტრთან, პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან და ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის მოადგილესთან.



შეხვედრების დროს განხილულ იქნა ორგანიზაციასთან (CPLP), ლუზოფონურ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, მათ შორის საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების გაზიარების კუთხით.



მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება და აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები. ამასთან, განხილვის თემას წარმოადგენდა თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. შეხვედრების დროს დელეგაციებმა დააფიქსირეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განმტკიცების მზადყოფნა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის