logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: როგორც არასდროს, მოტივირებული ვართ, გავაკეთოთ მეტი და ევროინტეგრაციის გზაზე უფრო შორს წავიდეთ
მამუკა ბახტაძე: როგორც არასდროს, მოტივირებული ვართ, გავაკეთოთ მეტი და ევროინტეგრაციის გზაზე უფრო შორს წავიდეთ
16:57 19.07.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, განახლებული მთავრობა მოტივირებულია, რათა საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე უფრო შორს წავიდეს.
ამის შესახებ ბახტაძემ ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბახტაძემ დონალდ ტუსკს ახალი ეკონომიკური პროგრამის მხარადაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს, როგორც არასდროს, მოტივირებულნი ვართ, რომ გავაკეთოთ უფრო მეტი და წავიდეთ უფრო შორს ევროინტეგრაციის გზაზე. ახალი მთავრობის არსებობის პირობებში, ჩვენ ვაპირებთ, რომ უზრუნველვყოთ ახალი დინამიკა, რაც გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკურ მოდერნიზაციას და დემოკრატიულ ტრანსფორმაციას. მსურს, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტუსკ იმისთვის, რაც ბრძანა - რომ სრულად უჭერს მხარს ჩვენს ეკონომიკურ პროგრამას, რათა პოლიტიკა უფრო ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისკენ მივმართოთ. სწორედ ამ მიზეზის გამო, ერთობლივი ინიციატივის სახით შევიმუშავებთ საგზაო რუკას, რომლის მიზანია საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება და ახალი შესაძლებლობების შექმნა ევროკავშირთან უფრო მეტად ინტეგრაციისთვის.
ჩვენ ვაფასებთ თქვენს მეგობრობას და რომ განვაზოგადოთ – ევროკავშირის მეგობრობას და საქართველოსთვის მხარდაჭერას. ჩვენი არსებული ურთიერთობების სოლიდური ბაზის პირობებში ჩვენ ვცდილობთ ახალი შესაძლებლობების მოძიებას და მუშაობას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული კავშირები“- განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, რეფორმების შედეგად ევროკავშირთან ვაჭრობა არსებითად გაიზარდა, რაც ევროკავშირს საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად აქცევს.

„ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას და პირადად თქვენს წვლილს საქართველის ევროინტეგრაციის პროცესის წინსვლაში, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო მყარად დგას ამ გზაზე. სწორედ ამ მიზეზის გამო, ლოგიკურია, რომ უცხოეთში ჩემი პირველი სამუშაო ვიზიტის ადგილად ბრიუსელი ავირჩიე. შეხვედრის დროს ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა შეგვეფასებინა ჩვენი ერთობლივი დღის წესრიგის თვალსაზრისით არსებული მიღწევები და განგვეხილა ურთიერთობების და თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომი პერსპექტივები. ასოცირების შეთანხმებით, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, ჩვენ განვახორციელეთ ჩვენი საკანონმდებლო და ინსტიტუციური სისტემის რეკონსტრუქცია ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანით. ამან მოვახდინეთ მთავრობის მიერ რეფორმების მცდელობების კონსოლიდირება დემოკრატიის, კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მეშვეობით ჩვენ ვახდენდით ჩვენი ეკონომიკის მოდერნიზებას და მის თანდათანობით ინტეგრირებას ევროკავშირის ბაზართან. რეფორმების შედეგად ევროკავშირთან ვაჭრობა არსებითად გაიზარდა, რაც ევროკავშირს ჩვენს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად აქცევს; ჩვენ სწრაფად ვაუმჯობესებთ ჩვენს პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში და ვქმნით უკეთეს საინვესტიციო და ბიზნეს-კლიმატს. უვიზო მიმოსვლის რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირი ხელშესახები შედეგები მოუტანა. მან ხელი შეუწყო ბიზნესის წარმოებას, კიდევ უფრო გააძლიერა აკადემიური, ტურისტული და კულტურული კავშირები ჩვენს ხალხებს შორის. ეს მიღწევები დაკავშირებულია პასუხისმგებლობებთან, რომლებსაც ჩვენ სრულად ვიზიარებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის