logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: საქართველოს ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში მოწინავე ადგილი უკავია
დავით ზალკალიანი: საქართველოს ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში მოწინავე ადგილი უკავია
22:53 14.07.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე ყველა მოლოდინის მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგი იქნა მიღწეული: „ჩვენი მოლოდინები, ძალიან მკაფიოდ იყო გაცხადებული და ვფიქრობ რომ შედეგი დადგა. პირველად საქართელო-ნატოს ურთიეთობების ისტორიაში სახელმწიფოს მეთაურთა დონეზე შდგა შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან. მსგავსი პრეცედენტი ჩვენ არ გვქონია. შეხვედრის თემატიკა - თანამშრომლობა უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში, მიუთითებს იმაზე, რომ ნატო საქართველოს აღიქვამს სწორედ რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში და ჩვენ ამ შეხვედრაზე საშუალება გვქონდა გვესაუბრა ნატოში ინტეგრაციის ყველა ძირითად მიმართულებაზე, ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში მიღწეული პროგრესის თვლასაზრისით, ასევე შავ ზღვაზე უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხით და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი სიტუაციაზე“- გნაცხადა მინისტრმა.
დავით ზალკაილანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა სამიტის ფარგლებში მიღებულ ნატო-საქართველოს დეკლარაციას, რაც უპერეცედენტოა, რადგან პირველად იქნა მიღებული ნატოს-საქართელოს კომისიის დეკლარაცია სახელმწიფოს მეთაურების დონეზე.

„დოკუმენტი არის ვრცელი, მოცულობითი, შინაარსიანი, დატვირთული ყველა ძირითადი მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში საკმაოდ მოწინავე პოზიციებზეა“-განაცხადა ზალკალიანმა.

მან ყურადღება გაამახვილა სამიტის კონკრეტულ შედეგებზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში და ისაუბრა თანამსრომლობის იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რაც დაისახა სამიტის ფარგლებში. „დოკუმენტში საუბარია ისეთ კონკრეტულ მიმართულებებზე, როგორიც არის საზღვაო სარდლობებს შორის თანამშრომლობაზე და ლოჯისტიკურ სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე საქართველოს ჩართვაზე აბორდაჟის ოპერაციებში. ასვეე შავი საზღვაო ძალების წვრთნებში,საუბარია პორტებში ნატოს ხომალდების ვიზიტებზე, კონტრმობილობაზე, კიბერუსაფრთხოებაზე, შავი ზღვის საჰაერო და საზღვაო აკვატორიის მონიტორინგზე. ეს ყველაფერი ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგია. ღია კარის პოლიტიკის თვალსაზრისით კიდევ ერთხელ არის გამყარებული ბუქარესტის სამიტის განცახდება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ასევე არის მინიშნება იმ კონკრეტულ პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე და კონკრეტულად არის ჩამოთვლი საქართველო-ნატოს კომისია, ნატოს ერთობლივი პაკეტი და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან ერთად მნიშვნელოვანი ელემენტებია და ყველა თანხმდება რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, სამწუხაროდ არ არის გადაწყვეტილება ვადებთან დაკავშირებით თუ როდის მოხდება ეს, მაგრამ ფაქტია რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი, რომელიც დაკავშირებული არის წევრობასთან“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მთავრობის დამტკიცება მიმდინარეობს.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის