logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: საქართველოს ევროკავშირთან უფრო მეტი ინტეგრაციის ამბიცია აქვს
დავით ზალკალიანი: საქართველოს ევროკავშირთან უფრო მეტი ინტეგრაციის ამბიცია აქვს
22:07 13.07.2018
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ხუთ ძირითად პრინციპს ეფუძნება, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციაა. ბუნებრივია საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაც სწორედ ამ მიმართულებით იქნება აქტიური. ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამავდროულად, ის საქართველოს ძირითად აქტით - კონსტიტუციითაა გამყარებული“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პარლმენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მან ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელშესახებ შედეგებზე, კერძოდ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. დავით ზალკალიანის თქმით, „ქვეყანას აქვს ევროკავშირთან უფრო მეტი ფიზიკური და სექტორული დაახლოების ამბიცია, და ამ მიმართულებით მთავრობის გეგმები ახალ ინიციატივაში „ევროკავშირის საგზაო რუკა“ ერთიანდება.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატისმა ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ფორმატებზეც ისაუბრა. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების საკითხებზე დაწყებული სტრატეგიული დიალოგი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს წარმატებულ ინტეგრაციას ევროპულ ინსტიტუტებში. ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ ფორმატზე, რომელიც ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს მთავრობას შესთავაზა. ამ ფორმატის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკავშირის პრეზიდენტი, შესაბამისი სამინისტროების მონაწილეობით, წელიწადში ერთხელ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს შეაფასებენ.

„პირველი ასეთი შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, რისთვისაც სერიოზულად ვემზადებით. ევროპელ პარტნიორებთან გვექნება საგნობრივი მსჯელობა ჩვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით“ - აღნიშნა ზალკალიანმა.

მან  ასევე ვრცლად ისაუბრა სავიზო ლიბერალიზაციაზე, როგორც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ და მნიშვნელოვან მონაპოვარზე, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. „ჩვენი კომუნიკაცია ევროპელ პარტნიორებთან მიმართულია სწორედ იქითკენ რომ გადაიდგას პრევენციული ნაბიჯები ვიზის არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით. ევროპელი პარტნიორები უაღრესად აფასებენ საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. შედეგი მართლაც ხელშესახებია: ბოლო თვეების განმავლობაში გვაქვს პოზიტიური დინამიკა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის კლების თვალსაზრისით, ბუნდესტაგში შეტანილ იქნა ინიციატივა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანასთან დაკავშირებით. ყველა ამ ნაბიჯს საქართველო ევროპელ პარტნიორებთან ერთად დგამს“ - განაცხადა ზალკალიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა