logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მიღების მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება
დავით ზალკალიანი: პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მიღების მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება
21:54 13.07.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკლინის განცხადებით საქართველო აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის საკითხი მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ამ კონტექსტში დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებულ რეზოლუციას სახელწოდებით „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“.



მინისტრის თქმით აღსანიშნავია ასევე ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მისი შინაარსითა და მოცულობით მართლაც უპრეცედენტოა.



„რეზოლუციაში საუბარია ყველაფერზე, მათ შორის დეოკუპაციასთან დაკავშირებით,რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არშესრულებასთან მიმართებით, საუბარია ასევესაქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და პოზიტიურად არისშეფასებული ქვეყნის კურსი და რეფორმები, რომელიც ხორციელდება ამ მიმართულებით,ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე არის პირდაპირიგამოხამურება და პირდაპირი დავალება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ აქტიურადიმუშაონ, რომ მიღებული იქნას შესაბამისი სანქციები, შემზღუდავი ზომები იმ პირთამიმართებაში, რომლებიც არიან ამ სიაში მოხვედრილი“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც კენჭი უყარეს მის კანდიდატურას საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში.



დავით ზალკალიანმა აგრეთვე ხაზი გაუსვა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის მიმართერთობლივ მიმართვას, რაც მინისტრის თქმით მოუწოდებს აშშ-ს ხელისუფლებას გახსნასშესაძლებლობა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის განვითარების თვალსაზრისით. დავით ზალკალიანის შეფასებით აღნიშნული საკითხი აშშ-სთან სტრატეგიულიპარტნიორობის კუთხით, ქვეყნის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება.



საგარეო უწყების ხელძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას ასევე მიმოიხილა ლიეტუვას სეიმისრეზოლუცია ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ასევე ისაუბრა ირლანდიისპარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობის და თავდაცვის კომიტეტის რეზოლუციაზე საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, სადაც საგნობრივი საუბარია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, მხარდაჭერილია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და დაგმობილია რუსეთის ფედერაციის ქმედებები.



დავით ზალკალიანის განცხადებით მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ინდივიდუალურად ყველა ქვეყანასთან საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მიღებასთან დაკავშირებით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა