logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
​დავით ზალკალიანი: ის მნიშვნელოვანი შედეგები რაც აშშ-სთან ურთიერთობაში გვაქვს, თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას
​დავით ზალკალიანი: ის მნიშვნელოვანი შედეგები რაც აშშ-სთან ურთიერთობაში გვაქვს, თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას
18:55 13.07.2018
საქართველოს საგარეო მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობის კუთხით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობის გაღრმავებას ალტერნატივა არ გააჩნია და აქტიურად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული ყველა მიმართულებით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა ამის შესახებ დისაპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.


მინისტრის თანახმად, უკანასკნელი რამდენი კვირის განმავლობაში მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ურთიერთობის კიდევ უფრო განამტკიცებს და თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე აიყვანს.


დავით ზალკალიანმა ისაუბრა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენების - ტედ პოსა და ჯერი კონოლის მიერ 26 ივნისს, საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტის “Georgia Support Act”-ის ინიცირების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ კანონპროექტი მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის, ასევე აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდის კუთხით. მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ კანონპროექტი გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დამრღვევთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი შინაარსისა და დატვირთვის მატარებელი საქართველოს მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტი რეგისტრირდება აშშ-ის კონგრესში“, განაცხადა დავით ზალკალიანმა.


საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აშშ-ს კონგრესის ორპარტიული და აღმასრულებელი ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება უწოდა 26 ივნისს, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის, რობერტ ლაითჰაიზერისადმი 28 კონგრესმენის მიერ ორპარტიული წერილით მიმართვას აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით.


დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის და უსაფრთოხების კუთხით არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მის მნიშვნელობას: „ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის და უსაფრთოხების სფეროში გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი ურთიერთობა და მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რომელსაც სჭირდება შემდგომი განვითარება. იგივე ნატო-ში ინტეგრაციის კონტექსტში, ორმხრივი ურთიერთობა ჩვენს ნატო-ელ პარტნიორებთან იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი, რადგანაც საქართველოს შეიარაღებული ძალების და თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება, ჩვენი მდგრადობის გაძლიერება იქნება მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა ასევე ფრანგებთან, გერმანიასთან და ნატოში ინტეგრაციისა და თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით ქვეყანა ავლენს ძალიან სერიოზულ შედეგებს. ვფიქრობ, რომ როდესაც დადგება შესაბამისი მომენტი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა საქართველო არის და იქნება ამის მზადყოფნაში”- განაცხადა დავიტ ზალკალიანმა.


საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანახმად, წელს უკვე წარმატებით გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და პლენარული სხდომა, ხოლო წლის დასასრულამდე დაგეგმილია კიდევ ორი შეხვედრის გამართვა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა