logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი სამუშაო ვიზიტით ირლანდიას ეწვია
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი სამუშაო ვიზიტით ირლანდიას ეწვია
18:19 11.07.2018
მიმდინარე წლის 9-11 ივლისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი სამუშაო ვიზიტით ირლანდიის რესპუბლიკაში, ქალაქ დუბლინში იმყოფებოდა. გაიმართა შეხვედრები ირლანდიის ვაჭრობის, დასაქმების, ბიზნესის, ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზისა და მონაცემთა დაცვის სახელმწიფო მინისტრთან, სააგენტოს "აწარმოე ირლანდიაში" და ირლანდიის სავაჭრო პალატის აღმასრულებელ დირექტორებთან. შეხვედრებზე ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და ცოდნის/გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

"ჩვენ შეხვედრები გვქონდა ირლანდიის ინვესტიციების განვითარებისა და "აწარმოე ირლანდიაში" სააგენტოების წარმომადგენლებთან და აღმასრულებელ დირექტორთან, რომელმაც დეტალურად გაგვიზიარა გამოცდილება, ის საინტერესო ფინანსური და ხელშეწყობის მექანიზემბი, რაც დღეს ირლანდიას აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს იმის გააზრება, რომ ჩვენ გვაქვს შანსი გავხდეთ სამაგალითო, წარმატებული ქვეყანა სხვა რეგიონის ქვეყნებისთვისაც. დარწმუნებული ვარ, რომ ის გამოცდილება და ის კონკრეტული, ხელშესახები რჩევები, რაც ჩვენ დღეს ირლანდიელი კოლეგებისგან მივიღეთ, სწორად იქნება მორგებული საქართველოს რეალობაზე და ძალიან მალე ჩვენ გვექნება კიდევ უფრო დახვეწილი პროგრამები და უფრო საინტერესო ბიზნეს-ეკო სისტემა, რომელშიც საშუალება გვექნება მოვიზიდოთ მსხვილი კომპანიები"-აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა შეხვედრების დასრულების შემდეგ.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა შეხვედრა გამართა პოტენციურ ირლანდიელ ინვესტორებთანაც. ირლანდიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გამართულ პრეზენტაციას 30-მდე ბიზნესმენი დაესწრო, სადაც სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა საქართველოში ბიზნესის განვითარების პოტენციალსა და საინვესტიციო კლიმატზე ისაუბრა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან: რუსეთი ძალიან მიყვარს!
10:50 20.07.2018

"მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში ცნობილი „მიმინო“, მეგობრებისთვის კი უბრალოდ ბუბა, ბოლო დროს

ინტერვიუ
„სიყვარულთან შერეული სიძულვილი“-პოლონელი ანალიტიკოსის თვალით დანახული რუსულ-აფხაზური ურთიერთობები
10:16 16.07.2018

ინტერვიუში ვარშავის აღმოსავლური კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი ვოიცეხ გურეცკი ჟურნალისტ

ინტერვიუ
რუსი ექსპერტი: აშკარად ჩანს, რომ საქმე საქართველოს ნატო-ში მიღებისაკენ მიდის, რუსეთს კი მის შესაჩერებლად რეალური ბერკეტი არ აქვს
16:13 13.07.2018

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი

ინტერვიუ
გელა დუმბაძე: გამარჯვება მხოლოდ ცივი გონებითაა შესაძლებელი
12:49 11.07.2018

უკრაინის ყოველკვირეულ გაზეთ «Аргументы недели»-ში გამოქყვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს

ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: ამერიკელები საქართველოში გადატრიალებას ამზადებენ
10:32 08.06.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში ისაუბრეს გადაცემის
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან: სააკაშვილის მსგავსი კლოუნები არ გვჭირდება
11:15 05.06.2018
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ავსტრიაში ვიზიტის წინ, ინტერვიუ მისცა ავსტრიის
ინტერვიუ
რუსი პოლიტოლოგების კომენტარები: სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის არიარება რუსეთის პრესტიჟს ურტყამს
14:17 30.05.2018
ყოველთვის, როცა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რომელიმე სახელმწიფო აღიარებს, იბადება კითხვა - რა