ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის
გაგრძელება უნდა მოხდეს.
მისივე თქმით, ეს აუცილებელია, რათა დაძაბულობის დონე შემცირდეს.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა ნატოს სამიტის გახსნამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ხედავთ რუსეთს, რომელიც იყენებს სამხედრო ძალას მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. ჩვენ ეს ვნახეთ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არაერთგზის გამოვხატე - რუსეთთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია, თუმცა ამისთვის უნდა ვიყოთ ძლიერები და ერთაიანები. ჩვენ ვერ მივიღებთ ყირიმის ანექსიას, რუსეთის პროპაგანდას, მაგრამ ფაქტია, რომ დაძაბულობის დონე მაღალია და მის შესამცირებლად რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი უნდა ვაწარმოოთ, მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი“- განაცხადა სტოლტენბერგმა.