საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი შავი
ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამეტო ასამბლეაში (PABSEC) და PABSEC-ის სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ნიკოლაიშვილი, PABSEC-ის გენერალურ მდივან ასაფ ჰაჯიევთან და საქართველოს დელეგაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ბერლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე სესიას დაესწრო.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე PABSEC-ს მიენიჭა აღნიშნულ ასამბლეაში სადამკვირვებლო სტატუსი. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან და ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის გერმანიის პრეზიდენტთან ბატონ ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერთან. ბატონი რამაზ ნიკოლაიშვილი ასევე დაესწრო ასამბლეის სესიაზე აბრეშუმის გზის პროექტის განხილვას.