logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დეპუტატებმა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ II ფორუმზე თვითმმართველობებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს
დეპუტატებმა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ II ფორუმზე თვითმმართველობებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს
21:59 08.07.2018
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ორგანიზებით გამართულ სახელმწიფო დაადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის II ფორუმის დღევანდელ სესიაზე 3 თემაზე იმსჯელეს. თითოეული პანელი დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.



პირველ პანელზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია უწევდა მოდერირებას, მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმა განიხილეს. „სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმამ ძალიან საინტერესო გზა გაიარა საქართველოში. 2007 წელს იგი ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო და ყურადღება სამ ასპექტზე იყო გამახვილებული. ესენი იყო: რეფორმის საკანონმდებლო მხარდაჭერა, შიდა აუდიტის სისტემების მოწყობა და ჰარმონიზაციის ცენტრის ჩამოყალიბება და სრულყოფა, რომელსაც კოორდინაცია უნდა გაეწია ამ სისტემისთვის“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ. მისი თქმით, სამივე მიმართულებით რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, 2017 წელს შეიქმნა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც რეფორმის შემდგომ ეტაპს განსაზღვრავს.



მეორე პანელზე ფორუმში მონაწილეებმა თვითმმართველობებზე უფლებამოსილებების გადაცემის (სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის) შესახებ იმსჯელეს. განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენადი მარგველაშვილმა სკოლებში პრობლემების მოგვარების მისეული ხედვა გააცნო აუდიტორიას. მისი განცხადებით, 2085 საჯარო სკოლიდან უმრავლესობაში ინფრასტრუქტურული კომპონენტიმნიშვნელოვნად მოიკოჭლებს. „დაანონსებული ზრდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ბიუჯეტური დაფინანსებისა 6-7%- მდე მ.შ.პ.-დან აღნიშნული პრობლემის მოგვარების იმედს იძლევა. ეს იმედი კიდევ უფრო გაღვივდება, თუ დეცენტრალიზაციის I ტალღა სწორად იქნება დარეგულირებული და მაღალი გამჭვირვალობით შეძლებისდაგვარად სწრაფად წარიმართება“,- განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.



დღესვე, ფორუმის ფარგლებში, იმსჯელეს ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ მუნიციპალიტეტებში.



ფორუმში მონაწილეობას იღებენ პარლამენტის წევრები, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები, სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენთვითმმართველობებში რეფორმის კონტექსტში არსებულ გამოწვევებსა და ხედვებზე.



ფორუმის მხარდამჭერები არიან: გაეროსგანვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) დაWorld Vision. ღონისძიება იმართება, შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების და აშშ-ისსაერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა