logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა: პოლიტიკური სტაბილურობა შეუძლებელია ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოება - ჯანსაღი გარემოსა და კეთილდღეობის გარეშე
სოფიო ქაცარავა: პოლიტიკური სტაბილურობა შეუძლებელია ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოება - ჯანსაღი გარემოსა და კეთილდღეობის გარეშე
21:58 08.07.2018
ბერლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვითი კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ კომიტეტის ანგარიში და რეზოლუციის პროექტი წარადგინა, რომელსაც ასამბლეა პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს და ბერლინის დეკლარაციაში ასახავს. სხდომაზე რეზოლუციის ტექსთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს.



„ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური სტაბილურობა შეუძლებელია ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოება - ჯანსაღი გარემოსა და კეთილდღეობა - ეკონომიკური თანამშრომლობის გარეშე. მივესალმები ამ მრავალგანზომილებიან მიდგომას და შესაბამის პრაქტიკულ ქმედებებს, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნების პარლამენტებსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.



კომიტეტის სხდომაზე ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგატების წინაშე გამოსვლისას, სოფიო ქაცარავამ ყურადღება იტალიის როგორც 2018 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებსა და მიზნებზე გაამახვილა, რაც კორუფციასთან ბრძოლას, ციფრული ეკონომიკის ოპტიმიზაციას, კლიმატურ ცვლილებებს და მიგრაციის საკითხებს მოიცავს. დელეგაციის ხელმძღვანელმა მიგრაციის თემას ხაზი გაუსვა და ამ ჭრილში იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას შეეხო.



სოფიო ქაცარავამ განსაკუთრებული ყურადღება კორუფციასთან ბრძოლის საკითხებს დაუთმო. მისი განცხადებით, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, რომლის თავმჯდომარე ქვეყანა სწორედ საქართველოა, მისი ქვეყანა პარტნიორ ქვეყნებს მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს და საქართველო მზადაა საკუთარი გამოცდილება სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს.



სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო თემაზე - ეუთოს ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობისთვის საპარლამენტო როლის გავლენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნების პარლამენტარების როლის გაძლიერება ხელშესახები შედეგის წინაპირობა იქნება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა