logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ზაზა გაბუნიამ „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ მეორე ფორუმი გახსნა
ზაზა გაბუნიამ „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ მეორე ფორუმი გახსნა
15:02 08.07.2018
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ორგანიზებით, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის II ფორუმი გაიმართა დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტში.

ღონისძიება ზაზა გაბუნიამ გახსნა. “დაარსებიდან სულ რაღაც 3 თვეში ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე ძალიან გაიზარდა კოორდინაციის ხარისხი თვითმმართველობის საკითხებზე პარლამენტს, მთავრობასა და თვითონ თვითმმართველობებს შორის. ფორუმის მიზანია, იყოს მაღალი დონის საკონსულტაციო მექანიზმი, თვითმმართველობებმა დასვან კითხები, მიიღონ პასუხები, გაიზიარონ გამოცდილება, დასახონ სამომავლო გეგმები და განსაზღვრონ შესასრულებელი ამოცანები, ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით ჩამოვაყალიბოთ ის მოდელები, რომელიც გვჭირდება დღეს, რომ თვითმმართველობის სისტემა კიდევ უფრო ეფექტური იყოს. ამ თვალსაზრისით, ეს ფორმატი არის ახალი სიტყვა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ესწრება“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ღონისძიებაზე, რომელიც 2 დღის განმავლობაში გაგრძლდება, იმსჯელებენ თემებზე: სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმა მუნიციპალიტეტებში, თვითმმართველობებზე უფლებამოსილებების გადაცემა (სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობარეაბილიტაცია), ახალგაზრდული პოლიტიკა მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეთა მონაწილეობა (ჩართულობა), სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების საკითხები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში. ზაზა გაბუნიას განცხადებით, ეს იქნება მეორე ფაზა იმ მნიშვნელოვანი საკითხების შემდეგ, რომელიც ახალციხეში განიხილეს. „იმედი მაქვს, რომ ამ პროცესს ექნება გაგრძელება. ფორუმმა იმპულსი უნდა მისცეს, რომ დღევანდელი მსჯელობა აისახოს ეფექტურ და ძლიერ გადაწყვეტილებებზე. ჩვენი ამოცანაა ადგილობრივი პოლიტიკის ხარისხობრივი ზრდა. ამის პოტენციალი არსებობს“, -აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ პარლამენტის წევრები, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები, სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ თვითმმართველობებში რეფორმის კონტექსტში არსებულ გამოწვევებსა და ხედვებზე.

ფორუმის მხარდამჭერები არიან: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და World Vision.

ღონისძიება იმართება, შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა