საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა
მინისტრი დიდიე რეინდერსი ეწვევა.
ბელგიის სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობასა და ბოლო პერიოდში თანამშრომლობას მზარდ დინამიკაზე. ასევე საუბარი შეეხება საქართველოს მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს და ბელგიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევ მხარდაჭერას.
შეხვედრის დასრულებისას გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.
ვიზიტის ფარგლებში, დიდი რეინდერსი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან. იგი ასევე მოინახულებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.