logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფო კილაძე და გიორგი კახიანი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას შეხვდნენ
სოფო კილაძე და გიორგი კახიანი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას შეხვდნენ
14:23 05.07.2018
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის „პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ დელეგაციას შეხვდნენ.



შეხვედრის მთავარი თემა იყო საკონსტიტუციო და რეგლამენტის რეფორმის ფარგლებში საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება, ადამიანის უფლებების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და ამერიკელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარება.



„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელი კოლეგებისა და ხალხის მხარდაჭერა იმ რეფორმებთან მიმართებით, რომელთაც საქართველოში ვახორციელებთ ადამიანის უფლებების მიმართულებით. მათი გამოცდილების გაზიარება, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისთვის არის ასევე, წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ, საკონსტიტუციო და რეგლამენტის რეფორმის ფარგლებში ვცდილობთ გავზარდოთ საპარლამენტო კონტროლი. როცა ვამბობთ, რომ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო კონტროლიც უნდა იყოს სათანადო სიმაღლეზე. დღესდღეობით ამის ბერკეტები არ გაგვაჩნია და ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ ვქმნით ამ მექანიზმებს. ამ საქმეში ამერიკელი პარტნიორების ჩართულობა და მათი გამოცდილების გაზიარება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკას აქვს ძლიერი საპარლამენტო კონტროლის ხანგრძლივი გამოცდილება“, - განაცხადა სოფო კილაძემ.



„ამერიკის შეერთებული შტატები ეს არის ის სახელმწიფო, სადაც მთავრობის წევრებზე კონტროლის მექანიზმები ძალიან ეფექტურია. კონგრესმენებისგან მოვისმინეთ თუ როგორი პრაქტიკა არსებობს შეერთებულ შტატებში ამ თვალსაზრისით. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმ ცვლილებებზე, რომელიც ხორციელდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში და რომელიც მიმართულია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისკენ. ამ კონტექსტში ჩვენს პარტნიორებთან გავცვალეთ მოსაზრებები“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა