საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის
თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თბილისის გენგეგმის მიღების საკითხს ეხმიანება.
" თბილისს დღეიდან აქვს განვითარების დოკუმენტი ანუ მიზნების, გეგმების, ამოცანების და რესურსული შესაძლებლობების სისტემურად ფორმულირებული ქალაქის მთავარი დოკუმენტი, რასაც ვულოცავ ქალაქს და თბილისის მერს"-განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ქალაქის განვითარების მიმდინარე ეტაპის და გრძელვადიან პერიოდის მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ გენერალური გეგმის არსებობის შემთხვევაში.