logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე და თამარ ჩუგოშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას შეხვდნენ
ირაკლი კობახიძე და თამარ ჩუგოშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას შეხვდნენ
18:05 04.07.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის - „პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ დელეგაციას შეხვდნენ.



მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მიმართულებით საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების შესახებ ისაუბრეს.

„პარლამენტის თავმჯდომარემ უმასპინძლა კონგრესის დელეგაციის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს საპარლამენტო რეფორმის და გაძლიერების პროცესში მხარდასაჭერად და რეკომენდაციების მოსაცემად სტუმრობენ. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებებზე, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის და როლის გაძლიერებაზე, განსაკუთრებით - თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში. მათ შორის მოიაზრება ნდობის ჯგუფის მანდატის გაძლიერება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მთლიანად, პარლამენტის ინსტიტუციურად გასაძლიერებლად.



კონგრესი არის ის პარლამენტი, რომელსაც ეს ფუნქცია ყველაზე განვითარებული აქვს და ძლიერი მაკონტროლებელი მექანიზმები, ასევე, ისტორია და კულტურა გააჩნია. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო მათი მოსაზრებებისა და რჩევების მოსმენა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება გაიზიაროს საქართველოს პარლამენტმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის გამოცდილება და შესაბამისად, თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი ბევრად უფრო ეფექტური და წარმატებული გახადოს“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა