პარლამენტარის კახა კუჭავას განცხადებით, დედაქალაქის გენგეგმით განსაკუთრებული ყურადღება
ეთმობა გარემოს დაცვის საკითხებს.
მისივე თქმით, იგეგმა თბილისის გარემოს დაცვითი სტრატეგიის შემუშავება, რომლის ძირითადი მიმართულებები იქნება ოთხი ახალი საქალაქო პარკის პროექტირება, საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელის გამართვა.
„მისასალმებელია, რომ მიღწეული იქნა საბოლოო შეთანხმება და თბილისს მალე ექნება ქალაქის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი გენგეგმის სახით. სითი ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილ გენგეგმის ძირითად კონცეფციაზე ყველა თანხმდება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გენგეგმით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოს დაცვის საკითხებს. იგეგმა თბილისის გარემოს დაცვითი სტრატეგიის შემუშავება, რომლის ძირითადი მიმართულებები იქნება ოთხი ახალი საქალაქო პარკის პროექტირება, საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელის გამართვა, მტკვრის დაბინძურების პრევენციის და ნარჩენების მართვის მუნიციპალური სტრატეგია, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეების განვითარება.
ჩვენ ვქმნით მწვანე, შეკავშირებულ, კომპაქტურ და მდგრად ქალაქს.
წარმოდგენილი გენგეგმა არის ცოცხალი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დედაქალაქის განვითარების ძირითად მიმართულებებს და მას მუდმივად ესაჭიროება დახვეწა, განახლება და პოტენციურ გამოწვევებთან ადაპტირება“- განაცხადა კუჭავამ.
დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გენგეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულების შედეგად თბილისი მალე გახდება სიცოცხლით სავსე და რაც მთავარია, გაცილებით სუფთა ქალაქი.