საპროკურორო საბჭოში პროკურორობის მსურველთა განაცხადების მიღება დღის ბოლოს შეწყდება.
ამ დრომდე პროკურორობის სულ 20 კანდიდატია.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი აღნიშნულ პოზიციაზე პროფესიონალისა და ხალხის ნდობით აღჭურვილი პირის დანიშვნას დაუჭერს მხარს.
„უმრავლესობის ფავორიტი არის კანონის უზენაესობა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ამ თანამდებობაზე შეირჩეს პროფესიონალი, საზოგადოების ნდობით, რომელიც შეძლებს, რომ პროკურატურის საქმიანობას გაუძღვეს იმგვარად, რომ ქვეყანაში მართლწესრიგი უზრუნველოფილი იყოს.
თუ ვინ იქნება საუკეთესო კანდიდატი, ამას უკვე შერჩევის პროცესი გამოარჩევს, როდესაც კანდიდატები პარლამენტში იქნება წარმოდგენილი, პარალამენტი იმსჯელებს ამის შესახებ“- განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურორობის კანდიდატებად, არსებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე და სასჯელაღსრულების მინისტრი, კახა კახიშვილი არიან.