ეგვიპტეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნეს
ეგვიპტეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნეს
11:05 28.06.2018
კაიროში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

საზეიმო ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მიასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა. ელჩმა ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ისტორიაზე, პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო ფასეულობებსა და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებზე. ალექსანდრე ნალბანდოვმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს თანამედროვეობაზე და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე.

მიღების ფარგლებში გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო - გამოფენა.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო სტრუქტურების, ეგვიპტეში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და მედიის წარმომადგენლები.
ბეჭდვა