logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნინო გოგუაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა
ნინო გოგუაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა
10:57 28.06.2018
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ ასამბლეის დებატებში მიიღო მონაწილეობა და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლის თავზე ისევ მიმდინარე კონფლიქტის შესახებ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კრიზისის და საქართველოს ახალი სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

„10 წელი სრულდება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან და რუსეთი ისევ განაგრძობს აგრესიულ ქმედებეს საქართველოს ტერიტორიაზე. მთელი საერთაშორისო საზოგადოება ძალიან ცალსახად აფასებს რუსეთის ქმედებებს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ოკუპაციას და გმობს საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიას.

ჩვენ ამ საკითხს მუდმივად ვაყენებთ საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები სრულად იყვნენ ინფორმირებულები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებული ადამიანის უფლებების დარღვევების მძიმე ფაქტებზე და ზოგადად იმ ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ, რომელიც რუსეთის ოკუპაციის შედეგად არის შექმნილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ასევე, ვისაუბრე საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე და საქართველოს იმ მშვიდობიან პოლიტიკაზე, რასაც რუსეთის აგრესიას ვუპირისპირებთ, რომ მცირედით მაინც შევძლოთ ადგილობრივი მაცხოვრებლების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

მნიშვნელოვანია რომ ამ 10 წლის თავზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, პარტნიორმა ქვეყნებმა, არაერთი რეზოლუციით დაგმეს რუსეთის ოკუპაცია და თავისი მყარი და პრინციპული პოზიცია გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რასაკვირველია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიციაც ასევე ცალსახაა ამ საკითხში“, - განაცხადა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა