შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის
განცხადებით, პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მიხედვით ის ღონისძიებები განისაზღრა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისადმი დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ უნდა გატარდეს.
მისივე თქმით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ სულ 33 ადამიანია.
„ტატუნაშვილის მკვლელობასთან დავაკშირებით ბრალდებულები - დავით გურწიევი და ალეკ ტაბოევი არიან სიაში.
სიაში სულ 33 ცამეტი კაცია, ვინც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დანაშაულში - ეს არის მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა, წამება, გატაცება თუ დანაშაულის დაფარვა, არიან ბრადებულები ან მსჯავრდებულები.
პარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად განისაზღვრა ის ღონისძიებები, რომლებიც უნდა გატარდეს ამ პირების მიმართ, რომ დაწესდეს ყველა შესაძლო შეზღუდვა. ამაში შედის მათ შორის, ქონებრივი, ფინანსური, გადაადგილების შეზღუდვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სიაში შემავალი პირების მიმართ“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.