პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, განათლებისა და
კულტურის სამინისტროების გაერთიანების ინიციატივას არ იზიარებს.
მისი განცხადებით, ხელოვნების დარგების ცალკე დეპარტამენტად გამოყოფა უნდა მომხდარიყო.
„განათლების სფეროში, სადაც არის ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება, მეცნიერება - ვერ ვხედავ რომ კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან გაერთიანება იქნება შედეგიანი, თუმცა, როგორც ჩანს, პრემიერს აქვს მიზანი და იცის, ყოველ შემთხვევაში ჰგონია, რომ ეს სასიკეთო შედეგებს გამოიწვევს.
თეორიულად ძალიან ლამაზად ჩანს ჯანსაღი სხეული, ჯანსაღი სული, შემოქმედება და ჭკვიანი თავი, მაგრამ ეს ყველაფერი ერთობაში... მე ვერ ვარ მომართული იმისკენ, რომ ეს პასუხისმგებლობა გავიზიარო.
სახელოვნებო რაც არის, რაც ითხზვება და ცოდნაზე არ არის დამოკიდებული, ანუ ხელოვნების დარგები, რომელიც გვაქვს ქართული კინო, ქართული თეატრი, მუსიკა, ქორეგორაფია - ხელოვნების დეპარტამენტად მაინც უნდა გამოყოფილიყო და დაქვემდებარებოდა პრემიერს. მე ამ წინადადებით მივმართე კიდეც, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ეტაპისთვის საჭიროდ ჩაითვალა ასე“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით განათლების სამინისტო კულტურისა და სპორტის სამინისტროს შეერწყა.