დავით ზალკალინმა იტალიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის და გერმანიის ელჩებთან შეხვედრა გამართა
დავით ზალკალინმა იტალიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის და გერმანიის ელჩებთან შეხვედრა გამართა
18:43 25.06.2018
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იოჰანეს დუმასთან, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პასკალ მენიესა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰაიკე პაიჩისთან.



შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა. კიდევ ერთხელ აღინიშნა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოში გატარებული წარმატებული რეფორმები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-ს ბრიუსელის სამიტისათვის მზადების პროცესზე.



მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ნატო-ს წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას. ელჩებმა წარმატება უსურვეს დავით ზალკალიანს მინისტრის თანამდებობაზე საქმიანობაში და გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების გასაღრმავებლად.
ბეჭდვა