logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილა
10:26 22.06.2018
იურიდიულ საკითხტა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც პარლამენტის წევრმა ნინო გოგუაძემ წარმოადგინა.

მისი განმარტებით, კანონპროექტის მიღება გამოწვეულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა იმ დათქმით, რომ საკანონმდებლო წინადადებაში მითითებულ საკითხების ნაწილზე მომზადდებოდა შესაბამისი ცვლილებები.

„კანონპროექტი ძირითადად დაკავშირებული საარჩევნო პროცედურების და ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დაზუსტებასთან. ნაწილობრივ ტექნიკური ხასიათის ცვლილებებია, თუმცა შეიცავს შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებებსაც“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად:

• საქართველოს საარჩევნო კოდექსის ტერმინთა განმარტებებს ემატება ,,არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების“ ცნება. პროექტის თანახმად, არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების რაოდენობა დადგინდება საარჩევნო ყუთში/ყუთებში არსებული ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენების ჯამის მიხედვით და არ მოიცავს ბათილად ცნობილ საარჩევნო ბიულეტენებით მიღებულ ხმებს;

• ზუსტდება ჩასატარებელი არჩევნებისათვის/რეფერენდუმისათვის საარჩევნო ღონისძიებებისა და პროცედურების საწყისი ვადები და იგი აითვლება არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან;

• აიკრძალება ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება, ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც ამავე კოდექსის შესაბამისად არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დამუშავება ან გადაღება გათვალისწინებულია საარჩევნო კოდექსით;

• პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს ცესკოს/საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად 4 წლის განმავლობაში, ნაცვლად 8 წლისა;

• ცესკოს ენიჭება უფლებამოსილება, დადგენილებით განსაზღვროს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობები;

• დაუშვებელია ცესკოს აპარატის თანამშრომლად ისეთი პირის მიღება, რომელსაც არა აქვს საჯარო მოხელის სერტიფიკატი და ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. იმ საშტატო ნუსხას, რომელზეც ეს მოთხოვნები არ ვრცელდება ცალკე ადგენს ცესკო;

• განისაზღვრება შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანების მიერ პირის საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშვნისას, საბუთებში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის პროცედურები და ვადები;

• მოქმედი კანონმდებლობით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა აკრძალულია კენჭისყრის დღემდე 15 დღით ადრე. პროექტით შემოთავაზებულია კომისიის წევრის გამოწვევა აიკრძალოს არა მარტო კენჭისყრის დღემდე 15 დღით ადრე, არამედ თვით კენჭისყრის დღესა და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს;

• შემოთავაზებული ცვლილებით, ამომრჩეველთა სიის/მონაცემების გადამოწმების/ცვლილების შეტანის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი საჭიროების არსებობისას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ან/და მისი ტერიტორიული ორგანოები ვალდებულნი იქნებიან, დაუყოვნებლივ მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიას;

• ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 18 წელი იქნება;

• ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებად რეგისტრაციისათვის წესდების/სადამფუძნებლო დოკუმენტის ნაცვლად მოხდება საჯარო რეესტრიდან ამონაწერის წარდგენა , ხოლო ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა და საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების გადამოწმების/დადასტურების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს ცესკოს შესაბამისი ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით;

• საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერის წარდგენის ვალდებულება დაეკისრებათ, ასევე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს, გარდა უცხო ქვეყნის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი. გარდა ამისა, შემცირდება აკრედიტაციისათვის განცხადების წარდგენის ვადა და განისაზღვრება კენჭისყრამდე არაუგვიანეს 5 დღით, ხოლო შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი, აკრედიტაციის საკითხს გადაწყვეტს განცხადების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, ნაცვლად 1 დღისა;

• საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის თვის ნებისმიერ კვირა დღეს;

• პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის დადასტურების მიზნით, მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალურ ოდენობას დაადგენს ცესკო განკარგულებით, არჩევნების დანიშვნის დღეს, იმ დროისათვის არსებული მონაცემების შესაბამისად, საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში (არანაკლებ 25000 ამომრჩეველი).

„მას შემდგომ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინადადებით მოგვმართა, რომ აღნიშნული ცვლილებები მიგვეღო მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ბუნებრივია, ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ დაინტერესებულ პირებთან - ადგილობრივ ორგანიზაციებთან, სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუდმივად არიან არჩვენების დაკვირვების პროცესში ჩართული და მნიშვნელოვანია, რომ ძირითადა ცვლილებები მათი მხრიდან გაზიარებულია და მოწონებული“, - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ორგანული კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ წარმოადგინა.

მისი განმარტებით, კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. „იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით, განსხვავებულად არის წარმოდგენილი რიგი საკითხები, დღეს წარმოდგენილ ცვლილებებში ეს საკითხები ავსახეთ“, -განაცხადა ნათია მიქელაძემ.

კანონპროექტის თანახმად:

• საქართველოს მთავრობა გარდა ანგარიშვალდებულებისა, ასევე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს პარლამენტის წინაშე;

• კონსტიტუციის ახალი რედაქციის მოთხოვნიდან გამომდინარე დაკონკრეტდა, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად. ასევე გაკეთდა მითითება, რომ მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა;

• მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების ნაწილში ჩამოთვლილ უწყებებს ასევე ემატება სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი. გარდა აღნიშნულისა, კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სესიისა და რიგგარეშე სხდომას მოიწვევს ასევე საქართველოს მთავრობის მოთხოვნით და არა მთავრობის წარდგინებით, როგორც ეს მოქმედ კონსტიტუციაშია. ამასთან, ტერმინოლოგიურად

კონკრეტდება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრობის კანდიდატების წარდგენის საკითხი. შემოდის კონსტიტუციის ახალი რედქციით შემოღებული: მთავრობის უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს წარდგინებით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მთავრობის უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს წარდგინებით საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ, მთავრობის უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს წარდგინებით სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ, მთავრობის უფლებამოსილება
საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს თავდაცვის ძალების რაოდენობა.

• შესაბამის პუნქტებში ტერმინი „სამხედრო ძალები“, ტექნიკურად შეიცვალა და მიეთითა „თავდაცვის ძალები“, ტერმინი „კონტრასიგნაცია“ იცვლება ტერმინით „თანახელმოწერა“ და ტერმინი სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი იცვლება ტერმინით „სახელმწიფო რწმუნებული“.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ წარმოადგინა.

მისი განცხადებით, 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციას დაემატა ნორმა, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტიას ამყარებს. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება განისაზღვრა.

როგორც ვახტანგ აბაშიძემ აღნიშნა, 2017 წლის 2 მაისს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თავმჯდომარედ კახი ბექაური ერთხმად აირჩია, რომელიც კომისიას 2020 წლის 24 იანვრამდე უხელმძღვანელებს. მისივე განმარტებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, სამი წლის ვადით, ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით და კომისიის თავმჯდომარედ არჩევა მხოლოდ ერთი ვადითაა შესაძლებელი.

ვახტანგ აბაშიძემ კომიტეტის წევრებს კომისიის საქმიანობის ამსახველი სტატისტიკური მაჩვენებლები გააცნო. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში კომისიამ 143 სხდომა ჩაატარა, 842 გადაწყვეტილება და 8 დადგენილება მიიღო.
ანგარიშის თანახმად, მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის არსებული ტარიფი 3.5 თეთრით(გადასახადების ჩათვლით), ხოლო ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის არსებული ტარიფი 2 თეთრით შემცირდება.

ინტერნეტ მომსახურების ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2017 წლის ნოემბერში კომისიამ განხილვისთვის გამოაქვეყნა ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის და მისი შემოწმების წესების შესახებ დადგენილების პირველადი პროექტი. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, ყველა დაინტერესებულ პირს მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა და მოსაზრებები წარმოედგინა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით.

ანგარიშის თანახმად, 2017 წლის განმავლობაში ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებთან კომისიის მიერ წარმოებული სამუშაო პროცესის შედეგად, ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ტარიფები ფაქტიურად განახევრდა.

2017 წელს კომისიამ პარლამენტს მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების წინადადება წარუდგინა, რომელიც ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს „აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ დირექტივით“ (2010/13/EC) არის გათვალისწინებული.

როგორც ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა, 2017 წელს კომუნიკაციების სექტორში მოქმედი პირების შემოსავალმა 1,328 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 5.5%-ით მეტია. 2017 წელს ელექტრონული კომუნიკაციებიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,136 მლნ ლარი, მაუწყებლობიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 107,5 მლნ ლარი შეადგინა.
მისივე თქმით, საქართველოში მობილური აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის ბოლოს 5.7 მლნ აბონენტი შეადგინა, ხოლო მობილური აბონენტების სიმკვრივემ კი 154%-ი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 ანგარიშში, ასევე, მოცემულია მონაცემები აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების, კომისიის საერთაშორისო ურთიერთოებების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა საკითხების შესახებ.

კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი პროექტები.
შემოთავაზებული ცვლილებებით დარეგულირდება ტექნიკური საშუალებებით პირის გამოკითხვა/დაკითხვასთან, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნასთან, პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადირებასთან, საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილების უცხო ქვეყანაში აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები. ცვლილებები, ასევე ეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე უცხო სახელმწიფოდან კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის