ეკა ბესელია: სამთავრობო სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები გაგრძელდება
ეკა ბესელია: სამთავრობო სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები გაგრძელდება
19:52 21.06.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობისა და პრემიერ-მინისტრის დღევანდელ შეხვედრაზე სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების შესახებ საბოლოო შეთანხმება არ შემდგარა და კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება.

ეკა ბესელიას თქმითვე, ჯერ გადაწყვეტილი არ არის აგრეთვე რეორგანიზაციის შემდეგ 11 სამინისტრო დარჩება თუ არა.
„პრემიერთან ძალიან მნიშვნელოვანი კონსულტაციები დავიწყეთ. გახსენით ძალიან საინტერესო შიდაგუნდური დისკუსია მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ.

დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ რა სტრუქტურული ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს საკანონმდებლო დონეზე, თუმცა ეს დისკუსია არ დასრულებულა.

უბრალოდ, ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკის დონეზე ამ სამინისტროების თუ უწყებების შესაძლო გაერთიანების თაობაზე.

კონსულტაციები კი ხვალაც გაგრძელდება ამავე ფორმატში, პრემიერ მინისტრთან ერთად, ხოლო რაც შეეხება კონსულტაციების დასრულების თარიღს, ამაზე საბოლოო წერტილს ნუ დავსვამთ.

როცა კონსულტაციები დასრულდება, განცხადებას თავად პრემიერი გააკეთებს. ჩვენ ვმსჯელობთ, რამდენად იქნება ორგანულად თავსებადი უწყებების გაერთიანება მნიშვნელოვანი და რა შედეგებს გამოიწვევს ეს.

კონცეპტუალურ საკითხებზე არის ძალიან კარგი პოზიცია და თანხვედრა, თუმცა კონსულტაციები ხვალაც და სესაძლოა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბეჭდვა