logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე ტრენინგი ჩატარდა
პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე ტრენინგი ჩატარდა
18:48 21.06.2018
პარლამენტის აპარატსა და სახელმწიფო-სასწავლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აპარატის თანამშრომლებისთვის პარლამენტის სასწავლო ცენტრში ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, რუსუდან კოხოძემ ტრენინგის მონაწილეებს შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის ძირითად პრინციპებსა და მის სპეციალურ მუხლებზე ინფორმაცია მიაწოდა და საქართველოში კონვენციის იმპლემენტაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ტრენინგის კურსი შშმ პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის საკითხებს და მათი დასაქმების უფლების რეალიზების თემებსაც მოიცავდა.

ტრენინგის შემაჯამებელ ნაწილს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე დაესწრო, რომელმაც სასწავლო და სახელმწიფო დაწესებულებებთან გაფორმებულ მემორანდუმსა და უშუალოდ ტრენინგის თემის - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„3 მაისს პარლამენტის აპარატმა ათ სახელმწიფო სასწავლო უწყებასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და დღეს უკვე ამ თანამშრომლობის პირველ შედეგებს ვიღებთ. მემორანდუმი საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთის რესურსების გაზიარებით გავეცნოთ ინფორმაციას არა მხოლოდ იმ ადამიანებისგან, ვინც ეს თეორიულად იცის, არამედ ტრენინგის მონაწილეები პრაქტიკაში მათი გამოყენების მეთოდებსაც გაეცნონ. მაშინ, როდესაც სასწავლო პროცესი პრაქტიკული სავარჯიშოებით არის გაჯერებული, ინფორმაციის მიღება და უშუალოდ სწავლის პროცესი ბევრად უფრო საინტერესოა. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი აფართოებს იმ უწყებების არეალს, რომლებთანაც ეს პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს - წინა კვირას ბათუმის საზღვაო აკადემიასთან, მეთერთმეტე სასწავლო დაწესებულებასთან, გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი. უახლოეს პერიოდში მსგავსი მემორანდუმები იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ტრენინგ ცენტრსა და ნოტარიატის სასწავლო ცენტრთან გაფორმდება. შესაბამისად, პარლამენტი და მისი სასწავლო ცენტრი, პროფესიული სწავლების თვალსაზრისით, ფართე ქსელთან დაკავშირებული სახელმწიფო სასწავლო სტრუქტურული ერთეული ხდება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსმა უკვე ჩატარებულ ტრენინგებსა და დაგეგმილ სასწავლო კურსებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი კვირის წინ პარლამენტის მანდატურები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, შშმ პირებთან ურთიერთობის საკითხებზე პრაქტიკულ ტრენინგებზე გადამზადდნენ. ხვალიდან კიბერდანაშაულის და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტრენინგები, ხოლო 25 ივნისიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის სასწავლო ცენტრთან ტრენინგები დაიწყება, რომელიც საარჩევნო თემატიკასთან ერთად გენდერულ საკითხებსა და სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.

გივი მიქანაძემ პარლამენტის სასწავლო ცენტრში ჩატარებული ტრენინგის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და სახალხო დამცველის აპარატს კვალიფიციური და გამოცდილი თანამშრომლის, რუსუდან კოხოძის გამოგზავნისთვის, მადლობა გადაუხადა.

„რაც შეეხება უშუალოდ ტრენინგის თემატიკას. გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით პარლამენტისთვის სპეციალური კონცეფცია მომზადდა, რომელიც პარლამენტის სასახლის ყველანაირი შეზღუდვის მქონე პირებისთვის უფრო ხელმისაწვდომ შენობად გადაკეთებას შეეხება. კონცეფციის განსაზღვრის შემდეგ, პარლამენტის წევრებისა და აპარატის ხელმძღვანელობისგან დაკომპლექტებულმა საკონკურსო კომისიამ, შემოსული წინადადებების საფუძველზე, საუკეთესო მოდელი შეარჩია, რომელშიც გათვალისწინებულია ევროპული გამოცდილება. ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ, რომელიც დაახლოებით მილიონ ლარს მოიცავს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ამ პროექტს პრიორიტეტი მიენიჭა და გამოცხადდა ტენდერი, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება და გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს, წლის ბოლომდე ეს შენობა შესაბამისი პანდუსებით, ლიფტებით და სხვადასხვა გადასასვლელი მოწყობილობებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, მთლიანად ადაპტირებული გავხადოთ.



მნიშვნელოვანია, რომ ახალ ფუნქციონალურ აღწერილობებში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს ამ ადამიანებზე ზედამხედველობა და ხელშეწყობა დაეკისრებათ. გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, სურდოთარჯიმანი დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში გადაამზადებს პარლამენტის და სახელმწიფო დაცვის შესაბამის თანამშრომლებს, რათა მოხდეს ელემენტარული კომუნიკაციის უნარების განვითარება. ასევე მოეწყობა სპეციალური ბილიკები, სადაც უსინათლო და მხედველობა შეზღუდული ადამიანებისთვის გადაადგილება მარტივად შესაძლებელი იქნება, სმენადაქვეითებული პირებისთვის კი, სპეციალური აპარატი დაიდგმება, რომლის მიერ გამოცემული ვიბრაციული ტალღები, მათ სხდომებზე დასწრების დროს ინფორმაციის აღქმის საშუალებას მისცემს. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის განხორციელება პარლამენტის ხელმძღვანელობისა და წევრების მხრიდან ერთსულოვნად იყო მხარდაჭერილი და პარლამენტის თავმჯდომარისგან, კი აღნიშნულ პროექტს განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოების სრულფასოვან წევრებად მაქსიმალურად გრძნობდნენ თავს და ვალდებულნი ვართ ყველანაირად შევუწყოთ ხელი ამ პროცესებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა