logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: არავითარი ახალი რეალობა არ არსებობს, რეალობა არის ისე რომ არის ოკუპირებული ტერიტორიები და უნდა მოხდეს ამ ტერიტორიების დეოკუპაცია
დავით ზალკალიანი: არავითარი ახალი რეალობა არ არსებობს, რეალობა არის ისე რომ არის ოკუპირებული ტერიტორიები და უნდა მოხდეს ამ ტერიტორიების დეოკუპაცია
17:07 21.06.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ოპონენტების კრიტიკას უპასუხა რუსეთ- საქართველოს ურთიერთობებისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საკითხის აქტუალობის თაობაზე.
მან გააკრიტიკა ოპონენტები, რომელთაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ძველი განცხადება გამოიყენეს და იგი ახლად დამტკიცებულ მთავრობას დაუკავშირეს.



„ეს არის ოპონენტების მხრიდან საზოგადოების კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანა, ეს არის ძველი განცხადება, რომელიც არის გაკეთებული აპრილის თვეში და სამწუხაროდ ოპონენტების მხრიდან ხდება ფაქტების დამახინჯება.“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.



დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველო მისი ყველა პარტნიორის პოლიტიკური დღის წესრიგში ძალიან მაღალ დონეზე დგას. ამის მაგალითად მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზე და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც ყოვლისმომცველია და მასში საუბარია კონფლიქტთან მიმართებაში არსებულ სიტუაციაზე, ოკუპაციაზე, რუსეთის მხრიდან უკანონონი ქმედებებზე და სხვა. მისი განცხადებით, საქართველოს საკითხი აქტუალურია ყველა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში.



„ჩვენ ვართ ძალიან მაღალ დონეზე ჩვენი ევროპელი პარტნიორების დღის წესრიგში. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენმა პარტნიორებმა რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივ დღის წესრიგში ყოველთვის ხაზი გაუსვან საქართველოს საკითხის აქტუალობას, რადგან ჩვენ პარტნიორების დახმარებით უნდა გავაქარწყლოთ ის ნარატივი, რომლის დაფუძნებასაც ასე ცდილობენ, რომ საქართველოში არის ახალ რეალობა. არავითარი ახალი რეალობა არ არსებობს, რეალობა არის ის რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და უნდა მოხდეს ამ ტერიტორიების დეოკუპაცია.“-- განაცხადა დავით ზალკალიანმა.



მინისტრმა ასევე მაგალითად მოიყვანა ევროპის საბჭო, სადაც მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ განცხადებაში საუბარია რუსეთის ფედერაციაზე როგორც ძალაზე, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე და პასუხისმგებლობა ეკისრება იქ არსებულ რთულ ვითარებაზე.



იგი ასევე გამოეხმაურა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას ე.წ. საზღვრის სადემარკაციო კომისიის შექმნის შესახებ.



„ჩვენ წინააღმდეგნი ვართ ნებისმიერი სახის ბარიერების და მავთულხლართების, რომელიც ხელს უშლის ადამინების თავისუფალ გადაადგილებას. ჩვენ მომხრე ვართ ამ ბარიერების ნგრევის, სამშვიდობო პოლიტიკის და იმ სიკეთეების გაზიარების ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომლებიც არიან ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს. იმ სიკეთეების რომელიც მოაქვს საქართვლოს ევროპაში ინტეგრაციას, რომელიც მოაქვს თავისუფალ გადაადგილებას, თავისუფალ სავიზო მიმოსვლას, ევროპასთან თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს. ეს არის ჩვენი შეთავაზება და არა მავთულხლართები და ბარიერები.“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა