logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
სოფო კილაძე: ბავშვის კოდექსი უნდა გახდეს მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა
სოფო კილაძე: ბავშვის კოდექსი უნდა გახდეს მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა
15:09 21.06.2018
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ბავშვთა კოდექსზე მუშაობს. კომიტეტის ებლო ინიციატივის წესით შემუშავებული პროექტი სახელმწიფო უწყებებს, სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო ორგანიზაციებს დაეგზავნა, რომელთაგან მიღებული მოსაზრებები და შენიშვნები დღეს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია კოდექსი იყოს ფართო წარმომადგენლობით შემუშავებული.

„საქმე ეხება ჩვენი საზოგადოების მომავლის - ბავშვების დაცვას. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის პროექტი, ეს უნდა გახდეს მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა და მასზე უნდა შეჯერდეს მთელი საზოგადოება“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
ჯგუფმა დღევანდელ შეხვედრაზე პროექტის სამუშაო ვერსიის კონცეპტუალური საკითხები შემდეგი თემების მიხედვით განიხილა :

· ბავშვის უფლებები, რომელიც მოიცავს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობისათვის საჭირო გარანტიების შექმნას, ისევე, როგორც ბავშვთა უფლებების დაცვის სხვა მექანიზმებს;

· ბავშვის დაცვა, რაშიც გაერთიანებულია ბავშვთა ძალადობისგან დაცვა, მავნე ზეგავლენისაგან დაცვა საჯარო, მედია, ინტერნეტ და სხვა სივრცეში;

· ბავშვის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს ბავშვების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობას.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა თითოეული მიმართულებით წარმოდგენილი შენიშვნები და რეკომენდაციები შეაჯამეს.

„ბავშვის კოდექსით ჩვენ მათი უფლებები უნდა განვამტკიცოთ ეროვნული ინტერესებიდან და, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე. ეს კოდექსი მოემსახურება იმას, რომ თითოეული ბავშვი იყოს დაცული, მხარდაჭერილი და მოგვარდეს ის უამრავი გამოწვევა, რაც ბავშვთა დაცვის კუთხით გვაქვს. ეს შექმნის საკანონმდებლო საფუძველს იმისათვის, რომ შემდეგ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სხვადასხვა პროგრამა კოდექსში მოცემული პრინციპების გათვალისწინებით შეიმუშაოს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს გარკვეული გამოწვევების მქონე ბავშვების საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას, მოხალისეობის განვითარებას, სოლიდარული საზოგადოების შექმნას, ბავშვთა დაცვას ძალადობისგან, ბავშვთა დაცვას მედიასა და საჯარო სივრცეში, რაც გულისხმობს იმას, რომ ძალადობისა და უხამსობის გამოვლინებებისგან ბავშვები მაქსიმალურად იყონ დაცული“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

კომიტეტი ბავშვთა კოდექსთან დაკავშირებით კიდევ არაერთ სამუშაო შეხვედრას გეგმავს, რომელზეც უფრო დეტალურად იქნება განხილული თითოეული საკითხი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა