logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
15:08 21.06.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს შეხვდა და პირადად გადაუხადა მადლობა ფინანსთა მინისტრის რანგში მისი ყოფნის პერიოდში აქტიური და ეფექტური თანამშრომლობისთვის.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროში მუშაობს მაღალპროფესიონალთა გუნდი, რომელთა უშუალო მონაწილეობით, ბოლო წლებში განხორციელდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი როგორც სტრუქტურული, ისე ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის აუცილებელი რეფორმები და ინიციატივები.

მისი თქმით, ქვეყანაში იწყება დინამიური და ინოვაციური, ამავდროულად, შედეგებზე ორიენტირებული რეფორმების ახალი ეტაპი და მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტრომ კვლავ აქტიური როლი შეასრულოს ამ რეფორმების განხორციელების პროცესში.

„ჩემთვის მართლაც ძალიან ემოციური დღე და მომენტია თქვენთან შეხვედრა. შეიძლება ბევრმა ჩათვალოს, რომ 7 თვე, რაც ფინანსთა სამინისტროს ვხელმძღვანელობდი, არ არის დიდი პერიოდი, მაგრამ ამას ნამდვილად არ ვთვლი ასე. მინდა, თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის. ვფიქრობ, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, რა რეფორმებზეც ჩვენ ვიმუშავეთ, ნაწილი დავიწყეთ, ნაწილი დავაანონსეთ და უახლოეს პერიოდში შევა ძალაში, არის მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი უწყებისთვის. კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენთაგანს. ფინანსთა სამინისტრო და მასში შემავალი უწყებები გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ხერხემალია ჩვენი სახელმწიფოებრიობის და მე ძალიან გამიმართლა, რომ თქვენთან ერთად მომიწია ამ სისტემის განვითარება და ზრუნვა იმაზე, რომ უკეთესი სერვისები შეგვეთავაზებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, სუბიექტური ვარ შეფასებებში, ვინაიდან მე თქვენი საერთო ოჯახის ნაწილი ვარ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ფინანსთა სამინისტროში მართლაც ყველაზე გამორჩეული პროფესიონალები მუშაობენ და ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი ჩვენი ქვეყნისთვის. ბევრ თქვენგანს ახსოვს ჩვენი პირველი კომუნიკაცია - გთხოვეთ, რაც შეიძლება მეტი ინიციატივა წამოსულიყო თქვენგან. ვფიქრობ, ეს არის სწორედ ჩვენი ქვეყნის წარმატების მთავარი საწინდარი. ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ინიციატივიანი და არ უნდა შეგვეშინდეს გამოწვევების. მახსოვს, ბევრი ე.წ. ექსპერტისგან მოვისმინე ისეთი ტიპის განცხადება, რომ იმ ამბიციური რეფორმების გეგმას, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, ვერ განვახორციელებდით რეალურ ცხოვრებაში და ეს იქნებოდა ძალიან რთული, არა მეგობრებო, ვფიქრობ, რომ ძალა ერთობაშია - ეს არის ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის მთავარი იდეოლოგია და ვფიქრობ, ეს ვრცელდება ყველა სფეროზე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, მსურს თითოეულ თქვენგანს გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის, იმ აქტიური ჩართულობისთვის, რაც იყო თითოეულ რეფორმაში თუ ინიციატივაში და კიდევ ერთხელ, მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ვარ ძალიან ამაყი და გამიმართლა, რომ მომეცა თქვენთან ერთად მუშაობის საშუალება,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა