logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
12:53 21.06.2018
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკურს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და ვატიკანის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. მხარეების განცხადებით, საქართველოს კათოლიკე მოსახლეობას ისტორიულად მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრესში.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე წელს ქვეყანა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს, რაც საზეიმო თარიღია, თუმცა, ამავდროულად, ყველას კიდევ ერთხელ ახსენებს საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს. ირაკლი კობახიძის თქმით, გამოწვევებთან გამკლავების პროცესში, ქართულ მხარეს წმინდა საყდრის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.



პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო ამაყობს მისი ტოლერანტული კულტურით და მოწადინებულია ვატიკანთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. მხარეებმა განაცხადეს, რომ 2012 წლის შემდეგ, ინტენსიური იყო გაცვლითი ვიზიტები და შეხვედრები. მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს 2016 წელს, საქართველოში რომის პაპის წარმატებული ვიზიტი.



წმინდა საყდრის ელჩის განცხადებით, ვატიკანი განუხრელად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, ვატიკანი მზად არის საქართველოსთან პარტნიორობისა და ქართველ ხალხსა და ქართულ ეკლესიასთან მჭიდრო ურთიერთობისთვის.



შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, სასურველი იქნებოდა ერთობლივი, მასშტაბური კულტურული ინიციატივების განხორციელება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა