logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის კუთხით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის კუთხით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
22:27 19.06.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის კუთხით რამდენიმე კანონპროექტი მეორე მოსმენისთვის განიხილა, კერძოდ: ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, კანონის პროექტი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

· ორგანული კანონის პროექტით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ერთიანდება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები და ყალიბდება ერთიანი ორგანული კანონის სახით. ამასთანავე, პროექტით ძალადაკარგულად ცხადდება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

· კანონპროექტით „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ტერმინი „კონტრასიგნაცია“ იცვლება ტერმინით „თანახელმოწერა“, ხოლო ტერმინი „რატიფიკაცია“ იცვლება ტერმინით „რატიფიცირება“;

· კანონპროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იმეორებს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამის ნორმას და განსაზღვრავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტს აქვს ორგანული კანონის ძალა; აკონკრეტებს პრეზიდენტის დეკრეტის მიმართებას სხვა ნორმატიულ აქტებთან, ნორმატიული აქტების იერარქიის გათვალისწინებით და ტერმინი „კონტრასიგნაცია“ იცვლება ტერმინით - „თანახელმოწერა“.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტები „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

პროექტის თანახმად, კანონიდან ხდება იმ დებულების ამოღება, რომელიც ითვალისწინებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. ამასთანავე, კანონის გარდამავალ დებულებებში ახლებური რედაქციით ყალიბდება ცენტრის დასახელება და განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღების ვადა. ასევე, კანონიდან ხდება იმ ნორმების ამოღება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.

როგორც მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა, წარმოდგენილი ცვლილებებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია იქნება მხოლოდ საპოლიციო სასწავლებელი, სადაც მოხდება პოლიციელების მომზადება და გადამზადება. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს შემოთავაზებული ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

ცვლილებების მიზანია ადმინისტრირების უფრო მოქნილი მექანიზმების შემუშავებით შესაძლებელი გახდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება იმ დაწესებულებებისათვის, რომლებიც „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილ ვადაში არ მიაწვდიან კომპეტენტურ ორგანოს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

სხდომაზე, ასევე მესამე მოსმენისთვის იქნა განხილული კანონპროექტები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. შემოთავაზებული ცვლილებებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა არ გავრცელდება განქორწინების რეგისტრაციაზე. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კომიტეტის წევრებმა მესამე მოსმენით განიხილეს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.

საკანონმდებლო ცვლილებებით, დანაშაულის დაფარვის, შეუტყობინებლობის, ჩვენებაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენებისათვის გათვალისწინებული რეგულაციები მკაცრდება. (სსკ-ს 370-ე, 371-ე, 375-ე და 376-ე მუხლები). კანონპროექტის მიზანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხო მექანიზმების შემუშავება. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის