logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს
22:02 19.06.2018
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს.



„ჩემთვის დიდი პატივია ის ნდობა, რომელიც გამომიცხადეთ, რომ ვიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატებს წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა (სამთავრობო პროგრამა 2018-2020 წ.)“ გააცნო და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ პრინციპებსა და ხედვებზე ისაუბრა.



მისი განცხადებით ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. „პირველი, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანის და მე ვიტყოდი, ცივილიზაციური არჩევანის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის მიღწევა. „ქართულ ოცნებას“ როგორც პოლიტიკურ ძალას, აქვს უზარმაზარი მიღწევები ამ გზაზე და ბუნებრივია, ეს წარმატებები კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა. მისივე თქმით, საჭიროა ფუნდამენტური და ინოვაციური რეფორმები ყველა მიმართულებით. „ ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური და ინოვაციური რეფორმები ყველა მიმართულებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ხასიათის. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე და შეესაბამებოდეს იმ გამოწვევებს, რაც აქვს 21-ე საუკუნის გლობალურ ეკონომიკას. ჩვენ გვჭირდება ისეთი რეფორმები, რომელიც დაგვეხმარება, დავამარცხოთ საქართველოში მთავარი ეკონომიკური გამოწვევა და ეს ეკონომიკური გამოწვევა არის სიღარიბე. ჩვენ გვჭირდება ყველა ძალისხმევის კონსოლიდაცია, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავუმკლავდეთ სიღარიბეს საქართველოში“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მცირე მთავრობის იდეის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყანას სჭირდება მცირე ზომის მთავრობა იმისათვის, რომ რეფორმები უფრო ეფექტურად განხორციელდეს და გადაწყვეტილებების დადებითი ეფექტი მოქალაქეებამდე მაქსიმალურად მოკლე დროში მივიდეს. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სახელმწიფო მმართველობითი აპარატის შენახვა ქვეყნის ეკონომიკას მშპ-ის მხოლოდ 3,9%-ზე მეტი არ უნდა უჯდებოდეს. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, იგი 100-120 მილიონი ლარის დაზოგვას გეგმავს.



პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, სამთავრობო პროგრამა 32 ინიციატივას მოიცავს. მათ შორის არის ფინანსური ამნისტია, რომლის მიხედვით, 2013 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს სრულად ჩამოეწერება.



“როცა ვსაუბრობთ უსამართლო წესებზე ეკონომიკაში, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენს მეწარმეებს და ქართული კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახადო ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის 1-ელ იანვრამდე. ეს შეეხება, დაახლოებით, 36 ათას გადამხდელს. მათ უკან დგას ქართული ოჯახები, ენერგია და საშუალება, რომ მათ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობა გააგრძელონ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



ინიციატივებზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება ბუნება. მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.



“საქართველოს პარლამენტს შევთავაზებ, რომ შემოვიღოთ ეკოომბუდსმენის პოსტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საჯარო სექტორთან ერთად, უფრო აქტიურად დავიცვათ და განვავითაროთ ჩვენი ბუნება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა, საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის. მწვანე ეკონომიკა იქნება 21-ე საუკუნის მთავარი ტრენდი და ჩვენ, როცა გვაქვს ასეთი კარგი წინაპირობა, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და ეკონომიკური პერსპექტივის მიუხედავადაც, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი მომავალი თაობების წინაშე, რომ შევუნახოთ მათ ის უნიკალური ბუნება, რაც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო წინაპრებისაგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.



სიტყვით გამოსვლისას, მამუკა ბახტაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია ადამიანი. „ადამიანი იყო, არის და მუდამ იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ფასეულობა. არცერთი რეფორმა არაფრად არ ღირს, თუ ის არ არის მიმართული ადამიანის კეთილდღეობაზე, მისი თავისუფლებისა და ღირსების დაცვაზე. ამასთან ერთად, ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც თითოეული მოქალაქე შეძლებს თავისი პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას საკუთარ სამშობლოში-საქართველოში. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რასაც ჩემი ხედვები ეფუძნება და რასაც ეფუძნება ის 32 ინიციატივა, რომელიც პროგრამაში არის ჩადებული“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.



მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება ტოტალური თავდაცვის კონცეფცია. მამუკა ბახტაძემ, ასევე, განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ შემოდგომაზე, დაგეგმილია ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა.



უმრავლესობის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.



„მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ისევე, როგორც ყველა მინისტრი ჩემს კაბინეტში, იქნება აქტიურად ჩართული ამ პროცესში. ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის გამოწვევები, რომელიც გულისხმობს კოორდინაციის ძალიან მაღალი ხარისხის ქონას, სხვანაირად, ბუნებრივია, ჩვენ გაგვიჭირდება იმ გამოწვევებთან გამკლავება, რომლებზეც ვისაუბრე“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.









FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ