logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა
18:44 18.06.2018
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა უძღვებოდა, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იმსჯელეს.



საკითხი, თანმდევ - „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ კანონპროექტებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარადგინა.



„საქართველოს კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც 2017 წლის 1 ივლისიდან არის ძალაში და რომელიც ახლებურად აწესრიგებს საჯარო სამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და საჯარო სამსახურის გავლის პირობებს ასევე, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს“, - განაცხადა მომხსენებელმა.



მისი ინფორმაციით, საჯარო სამსახურის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან ჰარმონიზების მიზნით, ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში, ცვლილებები შედის, რომლებიც ითვალისწინებს როგორც ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სიახლეებს, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა აუცილებლობა დღის წესრიგში დიპლომატიურ სამსახურში არსებულმა პრაქტიკამ დააყენა.



საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით წარმოდგენილ ძირითად სიახლეებზე ისაუბრა. მისი განმარტებით:



· „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი ითვალისწინებს პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობათა დაყოფას ოთხ რანგად. ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ’’ კანონში არსებობს დიპლომატიური თანამდებობის პირების სამსაფეხურიანი იერარქიაა. პროექტის შესაბამისად, დიპლომატიური თანამდებობების იერარქიას ემატება მეოთხე საფეხური - პირველადი დიპლომატიური თანამდებობა, რომელსაც ატაშე წარმოადგენს.

· უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობების ჩამონათვალს, ემატება გენერალური დირექტორის უფროსის თანამდებობა. გენერალური დირექტორის სახით იგეგმება ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე დეპარტამენტების გაერთიანება სამინისტროს საქმიანობის ამ მიმართულების პრიორიტეტულობის ხაზგასმისა და გაძლიერების მიზნით.

· კანონპროექტით შემოთავაზებულია „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული აქტიური რეზერვის ჩანაცვლება „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული რეგულაციებით დახურული კონკურსისა და მობილობის შესახებ.

· კვალიფიციური კადრების შენარჩუნების მიზნით, დიპლომატიური სამსახურის რეზერვში პირის ყოფნის მაქსიმალური ვადა 3-დან 5 წლამდე იზრდება.

· დიპლომატიური თანამდებობის პირს ენიჭება გარკვეული შეღავათი მისთვის დიპლომატიური რანგის შენარჩუნების გზით.

· გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო სამსახურის რეფორმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სიახლეს წარმოადგენს შეფასების სისტემის შემოღება, კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, დიპლომატიური თანამდებობის პირი და ადმინისტრაციული პერსონალი ექვემდებარება შეფასებას მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

· კანონპროექტის თანახმად, მოხელეთა რეზერვში ჩაირიცხება დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის მეუღლე, თუ იგი მივლინებამდე საქმიანობდა სახელმწიფო სამსახურში. გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, მათ რეზერვში ყოფნის ვადა შეუჩერდებათ მეუღლის როტაციის წესით სამუშაო მივლინების დასრულებამდე.

მთავრობის წარმომადგენელმა, კომიტეტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.



საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა.



კანონპროექტის მიხედვით, იცვლება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის სახელწოდება. ცვლილების თანახმად ახალი სახელწოდება იქნება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი“. სახელწოდების ცვლილება უკავშირდება ცენტრის ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც გარდა საგანმანათლებლო საქმიანობისა ცენტრი კვლევით საქმიანობას განახორციელებს.



საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონპროექტი, გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად განიხილა. კანონპროექტის მომზადება საგარეო საქმეთა სამინისტროში საკონსულო საქმიანობის ელექტრონული სისტემის დანერგვამ განაპირობა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებული მონაცემები აღირიცხოს და სწორედ ამ სისტემის მეშვეობით გადამუშავდეს.



„მოქმედი კანონის შესაბამისად, ამ მონაცემების დამუშავება ხდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საკონსულო აღრიცხვა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკონსულო ფუნქციას, ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში ეს სისტემა უკვე დაინერგა, ვფიქრობთ ლოგიკურია ფუნქცია გადმოვიდეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და ამ საკონსულო მართვის ელექტრონულ სისტემაში უზრუნველყონ საკონსულო ფუნქციების განმხორციელებელმა პირებმა იმ ძირითადი ფუნქციის განხორციელება, რასაც საკონსულო აღრიცხვა და საკონსულო აღრიცხვის შესახებ ინფორმაციის სისტემაში შეტანა ჰქვია“, - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ. მისივე თქმით, კანონიდან ამოდის ნორმა, რომელიც პირს ავალდებულებდა საკონსულო აღრიცხვაზე დამდგარიყო იმ შემთხვევაში თუ ის ქვეყნიდან გასულია 6 თვეზე მეტი ხანია.



საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე იმსჯელეს



საკითხი განსახილველად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა წარადგინა. მისი ინფორმაციით,

„აღნიშნული კონვენცია ქ. ლონდონში, 2001 წლის 23 მარტს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე იქნა მიღებული, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წელს. „დღეის მდგომარეობით აღნიშნულ კონვენციაზე მიერთებულია 84 ქვეყანა. სურვილი გვაქვს, რომ ამ საერთაშორისო კონვენციას საქართველოც მიუერთდეს“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

კონვენციის მხარეები ეყრდნობიან „საზღვაო სამართლის შესახებ“ გაეროს კონვენციას და იღებენ ყველა აუცილებელ ზომას საზღვაო გარემოს დაბინძურების პრევენციის, შემცირებისა და კონტროლის მიზნით. აგრეთვე, საზღვაო გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ყველა სახის ზარალის სწრაფი და ადეკვატური ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოები აცხადებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ნორმების შემდგომი განვითარების კუთხით.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, კონვენცია ადგენს პასუხისმგებლობის საერთაშორისო მექანიზმს გემებიდან საბუნკერო საწვავის ჩაღვრით გამოწვეული დაბინძურების შედეგად წარმოშობილი ზარალის ადეკვატური, სწრაფი და ეფექტური კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფას დაზარალებული პირებისათვის. კონვენცია არეგულირებს გემების მიერ საბუნკერო საწვავის ზღვაში ჩაღვრის შემთხვევაში გემთმფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, სარჩელის შეტანისა და განსჯადობის საკითხებს. კონვენცია ეხება გარემოსათვის მიყენებული ზიანისთვის გემთმფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევას ან შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენის ვალდებულებას.



აღნიშნული კონვენცია არეგულირებს მხოლოდ 1000-ზე მეტი რეგისტრული ტონა გემების მიერ საწვავის ზღვაში ჩაღვრის შემთხვევებს.



„კონვენცია ქმნის იმის გარანტიას, რომ მსგავსი დაბინძურებით დამდგარი ზიანის პასუხისმგებლობისთვის გემთმფლობელის მიერ იქნება წინასწარი ფინანსური ან საბანკო გარანტია ან შესაბამისი დაზღვევა, რომელიც წარედგინება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი ის გემი, რომლის საერთო ტევადობა 1000 რეგისტრულ ტონას აღემატება, ვალდებულია, საბუნკერო საწვავით დაბინძურებით დამდგარი ზიანისათვის პასუხისმგებლობის დაზღვევის უზრუნველსაყოფად, იქონიოს შესაბამისი დაზღვევა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.



მომხსენებელმა, აღნიშნულ კონვენციასთან ერთად, „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ განსახორციელებელი ცვლილებები წარადგინა, რომლის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოებს „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციიდან გამომდინარე დავების განხილვის იურისდიქცია ენიჭება. დოკუმენტის თანახმად, კომპენსაციის მოთხოვნის უფლებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი ერთხმად დაუჭირეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა