logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მთავრობის რეორგანიზაციის პროცედურების გავლა ერთ კვირაში შეუძლებელია
ირაკლი კობახიძე: მთავრობის რეორგანიზაციის პროცედურების გავლა ერთ კვირაში შეუძლებელია
16:57 18.06.2018
"სუფთა სამართლებრივი მიზეზი აქვს იმას, რომ ჩვენ რამდენიმე კვირიან ინტერვალში გვიწევს ორჯერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება - სხვანაირად, შეუძლებელი იყო ამ პროცედურის დაგეგმვა",- ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
" ჩვენ გვქონდა დაგეგმილი შედარებით ხანგრძლივი ვადებით ამ პროცედურის გავლა, გვსურდა, რომ სულ მცირე, ორი დღე დაგვეთმო კომიტეტებისთვის და ასევე, პოლიტიკური ჯგუფებისთვის, თუმცა, დღეს ალბათ, მოისმინეთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ იგეგმება ცვლილებების შეტანა, პარლამენტისა და მთავრობის თანამშრომლობით. იგეგმება ცვლილებების შეტანა კანონში "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ". იგეგმება სამინისტროების შემცირება, ასევე, იგეგმება, უკვე რეორგანიზაციის შემდეგ, პერსონალური განახლებაც მთავრობის შემადგენლობაში. შესაბამისად, ჩვენ, დაახლოებით, 3 კვირაში, მოგვიწევს იგივე პროცედურის ხელახლა გავლა, წარმოდგენილი იქნება ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ახალი სამთავრობო შემადგენლობა, განახლდება, ასევე, შინაარსი, სამთავრობო პროგრამის, ბუნებრივია, როდესაც დასახელდებიან ახალი მინისტრობის კანდიდატები, მათ ექნებათ საკუთარი ხედვა კონკრეტულ დარგებთან მიმართებით, შესაბამისად, განახლება შეეხება, ასევე, სამთავრობო პროგრამას. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ერთი და იგივე პროცედურა თავიდან არ გავიაროთ ორჯერ, რაც იქნება, ბუნებრივია, აზრს მოკლებული, შემოთავაზებულია, რომ ჩვენ, ამ ეტაპზე, შედარებით მოკლე ვადებში განვიხილოთ და გავიაროთ ეს პროცედურა და უკვე, დაახლოებით, 3 კვირის თავზე, როცა შემოვა საქართველოს პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობა, განახლებული სტრუქტურით, იქ მეტი დრო დავუთმოთ ამ პროცედურას. ეს არის შემოთავაზება და ამას ეფუძნება სწორედ შემოთავაზებული გრაფიკი, მათ შორის, ეს ვადები, რომელიც არის განსაზღვრული ამ გრაფიკით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, რამდენიმე კვირიანი ინტერვალით, მთავრობისთვის ნდობის ორჯერ გამოცხადებას სამართლებრივი მიზეზები აქვს.
" მიზეზი არის სამართლებრივი. მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ერთკვირიანი ვადა აქვს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მთავრობის შემადგენლობის დასახელებისთვის. ერთი კვირის განმავლობაში, შეუძლებელია, ბუნებრივია, კანონში ცვლილებების შეტანა. იმისთვის, რომ განხორციელდეს მთავრობის რეორგანიზაცია, უნდა შევიდეს ცვლილებები მთავრობის შესახებ კანონში. ამისთვის საჭიროა პროექტის შემუშავება, საჭიროა მთავრობის სხდომის ჩანიშვნა და ასევე, საჭიროა კანონპროექტის ინიცირება, შემდეგ სამი მოსმენით განხილვა, მიდის კანონპროექტი პრეზიდენტთან, ბრუნდება უკან, ქვეყნდება კანონპროექტი და ასე შემდეგ. ამ პროცედურების გავლა შეუძლებელია, ბუნებრივია, ერთი კვირის განმავლობაში და ეს არის სამართლებრივი მიზეზი, რის გამოც, ჩვენ გვიწევს, სამკვირიანი თუ ოთხკვირიანი ინტერვალით, ორჯერ ნდობის გამოცხადება მთავრობისთვის. მიზეზი, კიდევ ერთხელ, მდგომარეობს კანონმდებლობაში, კონსტიტუციაში, ერთი მესამედის განახლება იწვევს, ავტომატურ რეჟიმში მთავრობისთვის ხელახლა ნდობის გამოცხადებას. სუფთა სამართლებრივი მიზეზი აქვს იმას, რომ ჩვენ რამდენიმე კვირიან ინტერვალში გვიწევს ორჯერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. სხვანაირად, შეუძლებელი იყო ამ პროცედურის დაგეგმვა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის