logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ზაზა გაბუნია: სახელმწიფო ფინანსების კონტროლის რეფორმა მნიშვნელოვანია ფინანსების პატიოსნად და შედეგიანად განკარგვის ეფექტურობის ასამაღლებლად
ზაზა გაბუნია: სახელმწიფო ფინანსების კონტროლის რეფორმა მნიშვნელოვანია ფინანსების პატიოსნად და შედეგიანად განკარგვის ეფექტურობის ასამაღლებლად
15:57 18.06.2018
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2018 წლის გეგმის შესაბამისად, დღევანდელ სხდომაზე ადგილობრივ თვითმმართველობებსა და ავტონომიურ რესპუბლიკებში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმაზე ფინანსთა სამინისტროს ანგარიში მოისმინა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას თქმით, კომიტეტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებისთვის შიდა აუდიტის ეფექტურობის ზრდა, რაც თავის მხრივ ნიშნავს მმართველობითი პოტენციალის და პროცესის ეფექტიანობის ზრდას, და ამასთანავე რისკების მართვას.

საკითხი ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა გიული ჭკუასელმა გამოიტანა და განაცხადა, რომ ღონისძიებები მიმართულია მუნიციპალიტეტების გაძლიერებისკენ. მან თავდაპირველად ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემაზე და აღნიშნა, რომ ეს არის ევროკავშირის კონცეფცია, რომელიც ევროკავშირმა შეიმუშავა იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება სურთ და ეს არის ერთგვარი ინდიკატორი საჯარო სექტორის განვითარების შესაფასებლად. ამ სისტემას საქართველოსთან ერთად, გეგმავს 24 ქვეყანა არა მარტო ევროპაში, ვინაიდან იგი მსოფლიო ბანკისთვისაც არის შეფასების ერთგვარი კრიტერიუმი.

გიული ჭკუასელის განცხადებით, რეფორმის მიზანი არის, რომ მმართველობითი სისტემები საჯარო სექტორში გააძლიეროს, მიიყვნოს საერთაშორისო სტანდარტებამდე, საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საჯარო სექტორის მართვა მოხდეს გამჭვირვალედ, ეფექტურად, ეკონომიკურად და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაწესებულებებმა შეძლონ სწორი მიზნების დასახვა და შემდეგ ამ მიზნების მიღწევა. ამგვარად, მისი თქმით, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის მიზანია საჯარო სექტორში „კარგი მმართველობის პრინციპების“ დამკვიდრება და საჯარო ფინანსების ეკონომიური, ეფექტიანი და პროდუქტიული მართვის ხელშეწყობა. მომხსენებელმა შემდეგ დეტალურად ისაუბრა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის რეფორმის მიმდინარეობაზე და უპასუხა კომიტეტის წევრების კითხვებს.

საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს თანამომხსენებელმა - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მ/შ მზია გიორგობიანმა, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, რეფორმა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის და ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებისათვის.
„სრულიად ნათელია ამ საკითხის მნიშვნელობა, ღირებულება, სახელმწიფო და საჯარო ფინანსების ეკონომიურად, ეფექტურად, პროდუქტიულად მართვა და განკარგვა, რაც არის, ერთი მხრივ, გამოწვევა და, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ასევე ამ რეფორმის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, რაც საკომიტეტო განხილვის ფორმატში ტარდება. ამასთანავე, მიმაჩნია, რომ ეს არის საკითხი, რომელზე მსჯელობა უფრო ფართო ფორმატში უნდა მოხდეს. საყურადღებოა, რომ ეს რეფორმა შეესაბამება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ საკითხის მნიშვნელობას“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ რეფორმის აუცილებლობასა და სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს. ამასთანავე, როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომლებზე მსჯელობაც კარგი იქნება თვითმმართველობებთან ერთად თუ განხორციელდება.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, ამის შესაძლებლობას იძლევა ყოველწლიური ფორუმი სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგისათვის, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით დაარსდა. მეორე ფორუმი დაგეგმილია ამ ზაფხულს და ზაზა გაბუნია გამოვიდა ინიციატივით, რომ ამ ფორუმზე ერთ-ერთი განსახილველი თემა სწორედ აღნიშნული რეფორმა იყოს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა