logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა” დასრულდა
საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა” დასრულდა
19:50 15.06.2018
ქალაქ ბათუმში მიმდინარე ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა” დასრულდა.



დასკვნითი სიტყვით კონფერენციის მონაწილეების წინაშე წარსდგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, რომელმაც კონფერენციის მიმდინარეობა და ორი დღის განმავლობაში განხილული საკითხები შეაჯამა.



მინისტრის მოადგილის განცხადებით ორ დღიანი კონფერენციის მთავარი თემები იყო საქართველოს მრავალმხრივი თანამშრომლობა ევროკავშირთან - “აღმოსავლეთ პარტნიორობა”, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ევროპული დღის წესრიგი, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, საქართველოს სტრატეგიული როლი სატრანპორტო დერეფნების და ენერგეტიკის სექტორის განვითარების თვალსაზრისით, რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოება, საქართველოს ევროკავშირში სექტორული ინტეგრაცია და სხვა.



“საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის დიდი პატივია ქალაქ ბათუმში პირველად უმასპინძლოს ამ ტრადიციულ კონფერენციას, რომელიც აერთიანებს გამოჩენილ ადამიანებს ევროპის სხვადასხვა წერტილიდან. ორი დღის განმავლობაში შესაძლებლობა გვქონდა სხვადასხვა კუთხით განგვეხილა მთელი რიგი სფეროები და საკითხები, მათ შორის ევროკავშირის ასპირანტი და არა ასპირანტი, ასევე წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების მონაწილეობით. დისკუსიები საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო იყო თითოეული ჩვენგანისთვის” - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.



სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის გაკეთებული მოხსენებისთვის, რომლითაც ის მხარს უჭერს საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას. ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ეხება და აღნიშნა, რომ ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც 2008 წლის შემდეგ იქნა მიღებული.



სიტყვის დასასრულს მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს კონფერენციაში მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობისათვის.



14-15 ივნისს, ქ. ბათუმმა რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა” უმასპინძლა, რომელიც წელს, პირველად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.



კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის