logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ქართული დელეგაცია  მინსკში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
ქართული დელეგაცია მინსკში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
18:43 15.06.2018
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ხელმძღვანელობით, ბელარუსის რესპუბლიკაში, ქ. მინსკში სამუშაო ვიზიტით ქართული დელეგაცია იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილესთან, იგორ ბრილოსთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სელექციის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრა გაიმართა ბელარუსის რესპუბლიკის კოოპერაციულ კავშირში. შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის ა/რ მინისტრი ავთანდილ მესხიძეც ესწრებოდა, საქართველოდან ბელარუსის რესპუბლიკაში ციტრუსისა და ხილის ექსპორტის გაზრდის და უფრო მოქნილი მექანიზმის ამოქმედების საკითხზეც იმსჯელეს.
შეხვედრა გაიმართა ბელარუსის სახელმწიფო აგრარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთანაც, სადაც ქართველი სპეციალისტების, ვეტერინარებისა და ზოოტექნიკოსების კვალიფიკაციის ამაღლების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული აკადემიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში, სადაც კვლევით სამუშაოები ხორციელდება სხვადასხვა ხილის, ჟოლოს, ლურჯი მოცვის, ანწლის, ახალი სახის კენკროვნების შექმნისა და პრაქტიკული გამოყენების მიზნით. ცენტრში არსებულ ინ-ვიტრო ლაბორატორიაში უვირუსო ნერგები გამოყავთ. მხარეებმა აღნიშნულ ცენტრსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს.
ვიზიტის ფარგლებში, ქართულ კომპანიას ,,კავკაზ-გენეტიკა" და ბელარუსულ კომპანიას ,,Белплемживобъинение" შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოში ერთობლივად განხორციელდება პირუტყვის ხელოვნურად განაყოფიერების პროცედურები, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი პირუტყვის ჯიშობრივ გაუმჯობესებას და, შედეგად, მეცხოველეობის დარგის პროდუქტიულობის გაზრდას.
ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შპს ,,საქართველოს მელიორაციის" წარმომადგენლები, ბელარუს კოლეგებთან ერთად, სადრენაჟო სამუშაოების ტექნიკის საველე პირობებში მუშაობის პროცესს გაეცნენ. განხილულ იქნა საქართველოს გრუნტს და რელიეფს მორგებული სამელიორაციო ტექნიკის შეძენის შესაძლებლობები.
კომპანიის ,,Гомселъмаш" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა კარტოფილის ამღები მოდერნიზებული კომბაინის (საქართველოს გრუნტზე ადაპტირებული) ექსპერიმენტული ნიმუშის დამზადებისა და ქართველი სპეციალისტების თანამონაწილეობით საცდელი-საველე სამუშაოების ჩატარების საკითხებზე იმსჯელეს.
ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები საერთაშორისო გამოფენის ,,Белагро-2018" გახსნას დაესწრნენ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მათ შორის, ტრაქტორები, კომბაინები, ბალახის საწნეხი აგრეგატები მსხვილფეხა პირუტყვისათვის საკვების (სენაჟის) დასამზადებლად, ასევე, სასათბურე კონსტრუქციები და მრავალფეროვანი სასურსათო პროდუქცია (რძის ნაწარმი, ხორცპროდუქტები, პურ-ფუნთუშეული).


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის