logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილმა კონფერენციის თემატურ დისკუსიას - „ქალთა მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, უხილავი ბარიერები და გამოწვევები“ მოდერაცია გაუწია
თამარ ჩუგოშვილმა კონფერენციის თემატურ დისკუსიას - „ქალთა მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, უხილავი ბარიერები და გამოწვევები“ მოდერაცია გაუწია
18:40 15.06.2018
ქუთაისში გამართულ რეგიონულ კონფერენციაზე - მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა გენდერული საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერებისა და გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის პროცესში საქართველოს პარლამენტის როლზე ისაუბრა.



მან საბჭოს სტრუქტურა და ფუნქციები გააცნო კონფერენციის მონაწილეებს. მისი ინფორმაციით, საბჭოს 17 წევრს შორის არიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლები. მისივე განცხადებით, საბჭო უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნას, ასევე, აკონტროლებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას. „მესამე მნიშვნელოვანი ფუნქციაა შეხვედრები მოსახლეობასთან, საუბრები, დისკუსიები. ერთი მხრივ, ეს ძალიან სასარგებლოა ჩვენთვის იმიტომ, რომ ასეთი შეხვედრების დროს ვიღებთ ინფორმაციას, რაც გვეხმარება, სწორად ვიმუშაოთ და გამოთქმული მოსაზრებები გავითვალისწინოთ ჩვენს საქმიანობაში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მან ასეთი შეხვედრების ერთ-ერთ მაგალითად დღევანდელი კონფერენცია დაასახელა.


საბჭოს მუშაობაში კანონმდებლობის კუთხით მან რამდენიმე მიმართულება გამოყო. „ძალადობის პრობლემა ყველაზე მწვავე და ყველაზე მძაფრია. შარშან ჩვენ მოვახდინეთ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, შევცვალეთ ათეულობით კანონი. შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობას კანონმდებლობა რომ ადეკვატურად პასუხობდეს, ეს დიდწილად მიღწეულია, თუმცა გვრჩება რამდენიმე საკითხი, რომელზეც ვაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


მან ისაუბრა გენდერული ნიშნით მკვლელობის პრობლემაზე, რომელთან დაკავშირებითაც მისივე ინფორმაციით, საბჭომ პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლეს მოუსმინა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ერთ-ერთ პრობლემად სექსუალური შევიწროება დაასახელა. მისი თქმით, ამ მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციებია საჭირო. თამარ ჩუგოშვილი საბჭოს ერთ-ერთ პრიორიტეტად ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას მიიჩნევს, რაც მისივე თქმით, შრომის კოდექსში ცვლილებების განხორციელებას მოითხოვს. მან, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებთან კოორდინაციისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


თამარ ჩუგოშვილმა მოდერატორობა გაუწია კონფერენციის პანელს „ქალთა მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, უხილავი ბარიერები და გამოწვევები“.


კონფერენცია დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებისთვის არაერთ კითხვას უპასუხა.



კონფერენციის ორგანიზატორი იყო ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოში (LDA), ხოლო მხარდამჭერები აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EUMI)სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი (ACCESS)












FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა