გელა სამხარაული: გერმანიის ქალაქი ბიბერახი ქალაქ თელავთან მეგობრობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას აგრძელებს
გელა სამხარაული: გერმანიის ქალაქი ბიბერახი ქალაქ თელავთან მეგობრობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას აგრძელებს
20:53 13.06.2018
საქართველოს პარლამენტის წევრი გელა სამხარაული გერმანიის ქალაქ ბიბერახიდან მოწვეულ სტუმრებს შეხვდა.გერმანელი სტუმრები საქართველოს პარლამენტში ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატის უშუალომოწვევით იმყოფებოდნენ.

მიმდინარე წელს ქალაქები, ბიბერახი და თელავი მეგობრობის 30 წლიან იუბილეს აღნიშნავენ. პარტნიორობის 30 წლიანი იუბილის აღსანიშნავად, ბიბერახში თელავის დღეები მოეწყო და საქართველოს კვირეული ჩატარდა. ორქალაქს შორის მრავალწლიანი ურთიერთობა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას მოიცავს. ქალაქ თელავსა დათელავის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის, განათლებისა და სოციალურ სფეროში პროექტებს გერმანიისმთავრობა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების GIZ და „გლობალ ანგაჟმოს“ ფინანსური მხარდაჭერითახორციელებს.
პარტნიორობის ფარგლებში, ყოველწლიურად, გერმანული მხარე საქართველოს ტურისტული შესაძლებლობებისგაცნობის და ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად, უზრუნველყოფს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგანდაკომპლექტებული ჯგუფების საქართველოში მოგზაურობას.

გერმანელმა სტუმრებმა თბილისის და კახეთისა შემდეგ, იმერეთი მოინახულეს. დაათვალიერეს პარლამენტის ქუთაისი სასახლე და პლენარულ სხდომასაც დაესწრნენ.

გელა სამხარაულმა სტუმრებს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პრინციპები გაცნო.

„ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის, სოციალური საკითხების მიმართულებით. თელავში არსებობს სკოლა, რომელსაც შეფობას ბიბერახის მეგობრული ჯგუფი უწევს. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ქართველი ფერმერების ხელშესაწყობად რამდენიმე ერთობლივი პროექტი განვახორციელეთ. ეს პროექტები, ძირითადად, მესაქონლეობას ეხება. ვმუშაობთ ჯიშების გაუმჯობესებაზე, ასევე, ნიადაგების ლაბორატორიულ კვლევაზე“ , - განაცხადა გელა სამხარაულმა.

დღევანდელ შეხვედრაზე სტუმრებმა ქართველ დეპუტატთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, თუ რა პროექტები შეიძლება განხორციელდეს მომავალში.

ბეჭდვა