logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
გიორგი კვირიკაშვილი: ჩემი პრემიერობის დროს ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი რეფორმები გატარდა
გიორგი კვირიკაშვილი: ჩემი პრემიერობის დროს ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი რეფორმები გატარდა
20:16 13.06.2018
„2015 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებიდან გახლავართ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ 2,5 წლის განმავლობაში, ჩემი მეთაურობით ქვეყნის მთავრობამ გაატარა უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის, სასიცოცხლო მნიშვნელობის ეკონომიკური რეფორმები“-ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, სადაც მან გადადგომის შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების ვითარებისა, მან გუნდთან ერთად, შეძლო საქართველოში სტაბილური გარემო შექმნილიყო და ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დამდგარიყო.

„დღეს ჩვენ გვაქვს რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ყველაზე ხელსაყრელი გარემო ბიზნესის წარმოებისთვის, დაცული საკუთრების უფლება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უმსხვილეს ბაზრებთან. ამას აღიარებს მსოფლიოს ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია და ეს ნათლად არის ასახული საერთაშორისო რეიტინგებშიც. დღეს ორი ოკუპირებული რეგიონის პირობებში, ჩვენი პრაგმატული და სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგად, საქართველოში შექმნილია უსაფრთხო და სტაბილური გარემო. წამოვიწყეთ მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივები შერიგების მიმართულებით. დღეს ჩვენ ვართ ყველაზე უფრო ახლოს ევროკავშირთან და ნატოსთან, ვიდრე საქართველო ოდესმე ყოფილა. დღეს ჩვენ უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კუთხით გადავდგათ ნაბიჯები ჟენევის დისკუსიების ფორმატში და მჯერა, ადრე თუ გვიან, ეს შეთავაზებები გარკვეულ შედეგს მოიტანს. მე მაშინაც, როდესაც შევიმუშავეთ მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელსაც დაეფუძნა კიდეც „ქართული ოცნების“ პროგრამა და ჩვენმა პარტიამ გაიმარჯვა 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, და ახლაც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სწორი გზა საქართველოს განვითარებისთვის. ძალიან კარგად ვიცი, როგორ უჭირს ხალხს, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ოჯახი, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების ურთულეს პირობებში ზრუნავს, რომ რამენაირად იშოვოს ლუკმაპური საკუთარი ოჯახისთვის, საკუთარი შვილებისთვის და თავი გადაირჩინოს. დიახ, ეს ასეა, მაგრამ ისიც აბსოლუტურად ზუსტად ვიცი, რომ არა ჩვენი ეს პოლიტიკა, ამ ხალხისთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის შესაძლებლობა კიდევ ძალიან ბევრი წლით გადავადდებოდა, რის უფლებასაც მე არასოდეს მივცემდი პირველ რიგში საკუთარ თავს და ვფიქრობ, გუნდიც მთლიანად მოტივირებული იყო, რომ ამ მიზნით გვემოქმედა. მჯერა, რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის და მით უფრო, მთავრობის მეთაურის ვალდებულებაა, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და ხშირ შემთხვევაში არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გათვლილია არა მყისიერ, ერთჯერად შედეგებზე, არამედ ქვეყნის განვითარების პერსპექტივასა და გრძელვადიან შედეგებზე.
მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სწორედ, ასეთი პოლიტიკა ავირჩიე პოსტზე დანიშვნის დღიდან. ყველას კარგად ახსოვს ის სერიოზული პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისები, რომლებიც ჩვენს რეგიონზე ძალიან მტკივნეულად აისახა. სწორედ ამ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რყევებში მოგვიწია ჩვენ გავლა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ ჩვენ შეგნებულად მივიღეთ ეკონომიკური პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელმაც, შესაძლოა, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში გამოიღო ის შედეგი, რომ მოგვცა მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ სათანადოდ ვერ აისახა მოსახლეობის დაბალშემოსავლიან ფენებზე, თუმცა, რომ არა ეს გადაწყვეტილებები, არ გვექნებოდა ეკონომიკური დინამიკა და ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება მინიმუმ 5-7 წლით გადავადდებოდა“-განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმითვე, ეს გადაწყვეტილებები იყო - მცურავი სავალუტო კურსი; რეფინანსირების განაკვეთის ზომიერი ზრდა, რათა არ დამინუსებულიყო ეკონომიკური ზრდა; აგრეთვე, ჭარბვალიანობისა და დედოლარიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მაკროეკონომიკური, ფისკალური სტაბილიზაცია იქნა მიღწეული და ეს იყო სწორედ 2016 წლის ბოლო და 2017 წლის დასაწყისში.

„როდესაც ჩვენ ამ ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ, მას შემდეგ, რაც საბიუჯეტო დეფიციტი პრუდენციულ საზღვრებამდე ჩამოვიყვანეთ.
ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ვინაიდან, რა თქმა უნდა, ამან მოგვიტანა ეკონომიკური დინამიკა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში. ჩვენ შეგვეძლო, მიგვეღო გადაწყვეტილებები, რომლებიც კურსს დააფიქსირებდა, მოსახლეობას შეიძლება იმ მომენტში ყოფას გაუადვილებდა, მაგრამ გავფლანგავდით სავალუტო რეზერვებს, ვერ მივიღებდით ეკონომიკურ პოლიტიკას, იმ დინამიკას, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში და შესაბამისად, განვითარების პროცესი გადავადდებოდა. ამიტომ, ეს იყო მტკივნეული, მაგრამ შეგნებული გადაწყვეტილებები. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო ამ გადაწყვეტილებების მიღების დროს გარკვეული კომპენსატორების შემოღება, ყველაზე მეტად სოციალურად დაუცველთა ფენებისთვის და ამ ნაწილში მე შემიძლია, მივიღო შენიშვნა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - ეს იყო მემარჯვენე ნაბიჯები, რომელმაც ქვეყანას მოუტანა დღეს არსებული დინამიკა.
ჩვენ ამ რთული ვითარებიდან ღირსეულად გამოვედით, გადავლახეთ ის სირთულეები, რომლიდან გამოსვლაც ბევრ განვითარებულ ქვეყანასაც კი უჭირს და რომ არა ასეთი პოლიტიკა, დღეს ჩვენ სხვა რეალობის წინაშე ვიდგებოდით.

დღეს ჩვენ გვაქვს რეგიონში ყველაზე მაღალი, 6,5 %-იანი ეკონომიკური ზრდა აპრილში, 5,5%-იანი ზრდა 2018 წლის პირველ 4 თვეში, მიმდინარე წლის მხოლოდ 5 თვეში ტურიზმის რეკორდული - 24 %-იანი ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ეს მაჩვენებელი 8 მლნ საერთაშორისო მოგზაურს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.

2018 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი არის 22%-ით გაზრდილი, დაწყებულია უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის განხორციელებასაც 2017-2020 წლებში 9 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია მოხმარდება, უშუალოდ ამ პროექტების განხორციელება შექმნის, დაახლოებით 40 000-50 000 სამუშაო ადგილს.
გარდა ამისა, დღეს საქართველო მსოფლიოში აღიარებული უსაფრთხო ქვეყანა გახლავთ, რომელიც მიმზიდველია ინვესტორებისთვის, მსოფლიო დონის ჩემპიონატებისთვის და სხვა არაერთი საერთაშორისო მასშტაბის შეხვედრისთვის.

ყველაფერი ეს იმის წინაპირობაა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. ეს არის მყარი საფუძველი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიტანს ძალიან დიდ შედეგებს და ჩვენი შვილები იცხოვრებენ უსაფრთხო, განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოში”-განაცხადა კვირიკაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ პოლოლიკაშვილთან: მსოფლიო ტურიზმი და რუსი ტურისტები საქართველოში
12:01 19.10.2018
ინტერვიუში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საუბრობს
ინტერვიუ
ინტერვიუ ისა კოაძოისთან: ქართველებო, ილოცეთ ინგუშებისთვის და მშვიდობისთვის
10:25 15.10.2018
საქართველოს მეზობლად, ინგუშეთში, მოსახლეობა პრეზიდენტ იუნუს-ბექ ევკუროვის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვანო ჩხარტიშვილთან: ზაზა ოქუაშვილმა ქართული მეთამბაქოეობის იდეა ტრანსნაციონალურ კორპორაციაზე მიყიდვით მოკლა
00:11 12.10.2018
“15 წელია თამბაქოს ინდუსტრიაში ვარ და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ეროვნული წარმოება აწყდება, ეს არის
ინტერვიუ
ზაალ ანჯაფარიძე: წინასაარჩევნო გარემო საგანგაშო არ არის
12:45 11.10.2018
ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე, არასამთავრობოებისა და ხელისუფლების დაპირისპირებასა და ISFED-ის
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში შვეიცარიის ელჩ ივ როშესთან: როდის ამოქმედდება შეთანხმება ტვირთების მონიტორინგის მექანიზმის შესახებ
13:59 09.10.2018
რუსეთში შვეიცარიის ელჩს ივ როშეს ინტერვიუ ჩამოართვა რუსული საინფორმაციო სააგენტო
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ დავით რაქვიაშვილთან: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა
15:57 08.10.2018
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო არსებული ფორმატით უკვე აღარ იფუნქციონირებს. პარლამენტის
ინტერვიუ
თამარ გუდავა: რეკორდული რაოდენობის საჩივრების ხელოვნურად შექმნის მიზანი არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებაა
13:33 29.09.2018
„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელის თამარ გუდავას განცხადებით,
ინტერვიუ
დენის დავითაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ გადატრიალებას ამზადებს
18:59 28.09.2018
გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტთან საარჩევნო საკითხებში, ცესკოსა და უწყებათაშორისი კომისიის დამკვირვებელთან,
ინტერვიუ
ინტერვიუ
რობერტ ქოჩარიანი აგვისტოს ომზე: არიან ისეთები, რომლებიც ჯერ აკეთებენ, შემდეგ ფიქრობენ და ისეთებიც, რომლებიც ჯერ ფიქრობენ და შემდეგ აკეთებენ... (ინტერვიუ)
15:28 19.09.2018
მას შემდეგ, რაც სომხეთის ყოფილ პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მან
ინტერვიუ
Pleas creat article