logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
ვანო ზარდიაშვილი, მამუკა მდინარაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ახალგაზრდულ ჯგუფ „ინიციატორის“ წევრებს შეხვდნენ
ვანო ზარდიაშვილი, მამუკა მდინარაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ახალგაზრდულ ჯგუფ „ინიციატორის“ წევრებს შეხვდნენ
18:10 13.06.2018
საქართველოს პარლამენტის წევრები ვანო ზარდიაშვილი, მამუკა მდინარაძე და ირაკლი მეზურნიშვილი დღეს, ქუთაისში, პარლამენტის სასახლეში, თბილისის ისნის რაიონის ახალგაზრდული ჯგუფის - „ინიციატორის“ წევრებს შეხვდნენ.



ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ახალგაზრდებს გააცნო პარლამენტის საქმიანობა და ესაუბრა პარლამენტის როლზე, ქვეყნის სახელისუფლო შტოებს შორის არსებულ ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე, ქვეყნის მმართველობის სისტემაში მათ საერთო და განსხვავებულ ამოცანებზე.



„აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებათა ერთობლივი, დაბალანსებული მოქმედებით შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს გამართულ ფუნქციონირებაზე საუბარი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და ხელისუფლების შტოებს შორის გამიჯნულ კომპეტენციებზე, მათ შორის მთავარ განსხვავებაზე და პარლამენტის მაკონტროლებელ ფუნქციებზე ესაუბრა.



ფრაქციის ლიდერმა ახალგაზრდებს ასევე ფრაქციის მუშაობის ძირითადი მიზნები და ამოცანები გააცნო და ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა, რომლებიც ეხებოდა ჩვენი ქვეყნის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხებს, ქალთა უფლებების დაცვის და წარმომადგენლობით ორგანოებში კვოტირების თემას.



დასასრულ, მამუკა მდინარაძემ ახალგაზრდებს სამომავლოდ წარმატებები უსურვა: „თქვენი თაობა ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს ჩვენი ეროვნული იდენტობის მყარად შენარჩუნების ხარჯზე“, - განაცხადა მმართველი ფრაქციის ლიდერმა.



ახალგაზრდებს ასევე მიმართა კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა. მან ახალგაზრდებს პარლამენტის წევრის, განსაკუთრებით მაჟორიტარი დეპუტატის ფუნქცია-მოვალეობებზე ესაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.



აღსანიშნავია, რომ პარლამენტის წევრ ვანო ზარდიაშვილის ორგანიზებით, ახალგაზრდული ჯგუფის - „ინიციატორის“ წევრები, უკვე არაერთხელ შეხვდნენ დეპუტატებს და მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია.



შეხვედრის შემდეგ, ახალგაზრდული ჯგუფის წევრები პარლამენტის პლენარულ სხდომას დაესწრნენ, ასევე დაათვალიერეს პარლამენტის ქუთაისის სასახლე.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: ამერიკელები საქართველოში გადატრიალებას ამზადებენ
10:32 08.06.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში ისაუბრეს გადაცემის
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან: სააკაშვილის მსგავსი კლოუნები არ გვჭირდება
11:15 05.06.2018
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ავსტრიაში ვიზიტის წინ, ინტერვიუ მისცა ავსტრიის
ინტერვიუ
რუსი პოლიტოლოგების კომენტარები: სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის არიარება რუსეთის პრესტიჟს ურტყამს
14:17 30.05.2018
ყოველთვის, როცა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რომელიმე სახელმწიფო აღიარებს, იბადება კითხვა - რა
ინტერვიუ
სტივენ ჯონსი: საქართველოს შიდა პოლიტიკას დღესაც იგივე შინაარსის პრობლემები აქვს, რაც პირველ რესპუბლიკას ჰქონდა
12:32 25.05.2018
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავზე მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: რუსეთში სომხური და აზერბაიჯანული ლობისტები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ
12:23 18.05.2018
რუსეთის ოპოზიციური რადიოსადგურის Эхо Москвы-ს პროგრამა Особое мнение-ს სტუდიაში
ინტერვიუ
ინტერვიუ მარკ ბერენტთან: რატომ გაუარესდა საქართველოს რეიტინგი „ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშში
11:00 11.05.2018

გთავაზობთ ინტერვიუს "ფრიდომ ჰაუზის" ევროპის და ევრაზიის პროგრამების დირექტორთან, მარკ ბერენტთან:

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთის ექს-პრემიერთან: პუტინმა კარდინალური შეცდომა 2014 წელს დაუშვა, მანამ კი-2008 წელს დასავლეთი შეცდა
12:25 13.04.2018

ჩეხეთის ყოველდღიური გაზეთის «Lidovky»-ს კორესპონდენტმა პეტრა პროხაზკოვამ ინტერვიუ

ინტერვიუ
დანიელ ფრიდი: მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება
12:28 05.04.2018

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი დანიელ ფრიდი აცხადებს, რომ დიდი