logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ევროპარლამენტში საქართველო რუსეთის კონფლიქტის საკითხზე დებატები გაიმართა
ევროპარლამენტში საქართველო რუსეთის კონფლიქტის საკითხზე დებატები გაიმართა
11:13 13.06.2018
ევროპარლამენტში თემაზე: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის აგრესიიდან 10 წლის შემდეგ, განხილვა გაიმართა.

სხდომაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და ოცდაათზე მეტი ევროპარლამენტარი გამოვიდა ევროპარლამენტის რვა პოლიტიკური ჯგუფიდან. ევროპარლამენტის წამყვანი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელი გამომსვლელების დიდმა უმრავლესობამ დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დეპუტატებმა ასევე მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისაკენ, საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების ეთნიკურ ნიადაგზე დარღვევების შეწყვეტისაკენ.



ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ჰეიდი ჰაუტალამ ხაზი გაუსვა, რომ 2008 წლის 8 აგვისტო (08.08.08) საერთაშორისო წესრიგისათვის გარდამტეხი დღე იყო, როდესაც ნათელი გახდა, რომ რუსეთი მზადაა ძალის გამოყენებით დაარღვიოს მეზობელი ქვეყნების ტერტორიული მთლიანობა.



ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა განაცხადა, რომ შემაშფოთებელია რუსეთის ნაბიჯები, რომელთაც ის საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ დგამს და რომლითაც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს. მისი თქმით, მოსკოვმა სრულად უნდა შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება, შეაჩეროს ბორდერიზაციის პროცესი და შეწყვიტოს ეთნიკურ ნიადაგზე ადამიანის უფლებების დარღვევა. გამოსვლის ბოლოს დევიდ მაკალისტერმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი დავიწყებული კონფლიქტი არაა.



ევრონესტის თანათავჯდომარე რებეკა ჰარმსმა ხაზი გაუსვა, რომ იმ ვითარებაში როდესაც საქართველო უარს ამბობს კონფლიქტის ძალით მოგვარებაზე, ნებისმიერი კომპრომისი რუსეთთან მიმართებით დამღუპველი იქნება საქართველოსთვის.



საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე საჯად კარიმმა აღნიშნა, რომ ის რაც საქართველოში ხდება არის აშკარა ოკუპაცია და ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდა, რომ მათთაც, ევროპარლამენტის მსგავსად, ოფიციალურ დოკუმენტებში სწორედ ამ ტერმინით ისარგებლონ.



გარდა ამისა, ევროპარლამენტარებმა ვიქტორ ბოშტინარუმ (სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფი), ანა ფოტიგამ (კონსერვატორებისა და რეფირმისტების პოლიტიკური ჯგუფი) და კრისტიან პრედამ (სახალხო პარტია) აღნიშნეს, რომ 2008 წლის აგრესია რუსეთის პასუხი იყო საქართველოს სურვილზე, შეუერთდეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემას. ვიქტორ ბოშტინარუს თანახმად, ამის მიუხედავად დღეს საქართველო კიდევ უფრო განვითარებული ქვეყანაა, ვიდრე ათი წლის წინ იყო. ანა ფოტიგამ და პეტრას აუსტრევიჩიუსმა (ევროპელი ლიბერალების ალიანსი) ასევე გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტის ინიციატივის მიმართ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირების მიმართ შესაბამისი სანქციების დაწესების შესახებ.



ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ კოლეგების მსგავსად ასევე ისაუბრა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აგებაზე, დაგმო ამ რეგიონებში რუსული სამხედრო ძალების თავმოყრა და აღნიშნა, რომ გამშვები პუნქტების დახურვით რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციას უწყობს ხელს.



ევროპარლამენტარმა ელმარ ბროკმა (სახალხო პარტია) ოკუპირებული რეგიონების სოფლებსა და ეზოებში გამავალი მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ოკუპირებული საქართველო ორად გაყოფილ გერმანიას ახსენებს. მისი თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი რეგიონში ამ და მსგავს ქმედებებს მეზობელი ქვეყნების განვითარების შესაფერხებლად სჩადის.



მავთულხლართებსა და ადამიანების მოტაცების ფაქტებზე ისაუბრა ევროპარლამენტარმა ლაიმა ანდრიკიენემაც (სახალხო პარტია), რომლის თანახმად, არავის უნდა დაავიწყდეს ის ფაქტი, რომ საქართველო იყო რუსეთის მხრიდან აგრესიის მსხვერპლი და არა - პირიქით. ევროპარლამენტარმა გუნარ ჰოკმარკმა (სახალხო პარტია) კი აღნიშნა, რომ სახეზეა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სამხედრო ოკუპაცია და თუ დასავლეთი ვერ შეძლებს დაიცვას საქართველო, ის ვერც სხვა რომელიმე ქვეყნის დაცვას შეძლებს ასეთი აგრესიისგან.



ევროპარლამენტის რეზოლუციას “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რუსული აგრესიიდან ათი წლის შემდეგ“ კენჭი ეყრება 14 ივნისს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის