logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს 2019-2022 წლების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პროექტი განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს 2019-2022 წლების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პროექტი განიხილა
21:38 11.06.2018
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით საქართველოს 2019-2022 წლების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (BDD) პროექტის განხილვა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ.

„უკვე ტრადიციაა, რომ მთავრობის მიერ პარლამენტში ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემოტანის შემდეგ, მისი საკომიტეტო ფორმატში განხილვამდე, ხდება დოკუმენტზე მსჯელობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. ეს ფორმატი წინა მოწვევი პარლამენტში დავნერგეთ, რაც საშუალებას გვაძლევს შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებებს გავეცნოთ, რასაც შემდგომ საკომიტეტო განხილვის დროს ვიყენებთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებს ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის განხილვაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„არასამთავრობო ორგანიზაციებს მოგიწოდებთ აქტიურობისთვის იმიტომ, რომ შარშანდელი გამოცდილებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თაოსნობით ყველა ის შენიშვნა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იქნა გამოთქმული, ასახული იყო კომიტეტის დასკვნაში. ამიტომ, თქვენი მონაწილეობა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია“, -განაცხადა ნინო ევგენიძემ.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, გაიმართა დისკუსია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს BDD დოკუმენტში იურიდიული საკითხების მიმართულებით განსაზღვრული საშუალოვადიანი პრიორიტეტების და მათი განხორციელების სტრატეგიების შესახებ.

შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის/ევროკავშირის/გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა