logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, ერთობლივად მივიღოთ ზომები რუსული აგრესიის შესაჩერებლად
ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, ერთობლივად მივიღოთ ზომები რუსული აგრესიის შესაჩერებლად
20:35 09.06.2018
"საპარლამენტო ასამბლეა იქნება ძალიან ეფექტური მექანიზმი იმისთვის, რომ ერთად გავუწიოთ ლობირება ჩვენს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესებს და ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით განაცხადა.



ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ უკრაინაში ვიზიტი შეაჯამა, რომლის ფარგლებშიც, სამმა ქვეყანამ საპარლამენტო ასამბლეა დააფუძნა. მისი თქმით, ასამბლეის პირველი სესია შემოდგომაზე თბილისში გაიმართება.



„საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას აქვს საერთო გამოწვევები და საერთო მიზნები. სამივე ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთხმად ვისაუბროთ იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირში ჩვენს გაწევრიანებასთან. ამ კუთხით, საპარლამენტო ასამბლეა ძალიან ეფექტური მექანიზმი იქნება იმისთვის, რომ ერთად გავუწიოთ ლობირება ჩვენს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესებს და რომ ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ასევე, სხვა მიმართულებით გვექნება საინტერესო დისკუსიები ამ ფორმატში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პირველი ასამბლეა შედგება თბილისში შემოდგომაზე, ამასთან დაკავშირებით უკვე შევთანხმდით ჩემს კოლეგებთან ერთად“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.



როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო ასამბლეაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ერთობლივი ზომების მიღება რუსული აგრესიის შესაჩერებლად.



„ჩვენი საერთო ეროვნული გამოწვევა, არის, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. სამივე ქვეყანას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და ამ კუთხით, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, ერთობლივად მივიღოთ ზომები იმისთვის, რომ შევაჩეროთ რუსული აგრესია და ეს იქნება, საპარლამენტო ასამბლეის განხილვის ერთერთი უმთავრესი საგანი. არის საერთო მიზნები, საერთო გამოწვევები და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ ვიმსჯელებთ ერთობლივად, ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებთან და დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობის ეს ფორმატი იქნება ძალიან წარმატებული“,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა