logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კუჭავა: საქართველო ასოცირების ხელშეკრულებითა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა
კახა კუჭავა: საქართველო ასოცირების ხელშეკრულებითა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა
18:50 09.06.2018
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ კიევში, საპარლამენტთაშორისო კონფერენციის პანელურ დისკუსიაში - „უკრაინა, საქართველო, მოლდოვა: ასოცირების შეთანხმებიდან ევროკავშირში სრულ ინტეგრაციამდე“ მიიღო მონაწილეობა.



კახა კუჭავამ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, გამორჩეული იყო 2017 წელი.



მისი განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაცია აქტიურად და წარმატებულად მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებად ევროპის ენერგოსაზოგადოებაში საქართველოს გაერთიანება დაასახელა. მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რომელიც გასული წლიდან ამოქმედდა, ყველაზე ხელშესახები სიკეთეა საქართველოს მოქალაქეებისთვის. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული კანონის უზენაესობის, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ადამიანის უფლებების, მიგრაციის მენეჯმენტის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების, ინოვაციების, ჯანდაცვისა და სხვა მიმართულებით.



„საქართველომ მოახდინა ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის მტკიცე ნების დემონსტრირება იმ წარმატებული რეფორმებით, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებისა და ასოცირების დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული“,- განაცხადა კახა კუჭავამ.



სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ელექტრონული მონიტორინგის სისტემაზე გაამახვილა. მისი თქმით, სისტემა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის ეფექტურ დაგეგმვასა და მენეჯმენტს ემსახურება.



„შედგა ძალიან საინტერესო განხილვა, სადაც ხაზი გავუსვით საქართველოს მიღწევებს. ყველა აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა ასოცირების ხელშეკრულებითა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ელექტრონული მონიტორინგის სისტემაზე, რომელიც ახლახან დაინერგა და რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ მოქალაქეს, საზოგადოების წარმომადგენელს, არა მხოლოდ ჩაერთოს ამ პროცესში და აკონტროლოს ის, არამედ თავადაც მიიღოს მონაწილეობა 2018-2020 წლების დაგეგმვაში ასოცირების დღის წესრიგთან დაკავშირებით. ასევე, გამოვყოფდი, 2017 წელს, საქართველოს გაწევრიანებას ევროპის ენერგოსაზოგადოებაში. ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით, უკვე მზად არის ორი კანონპროექტი, რომელიც ძალიან ახლო მომავალში შემოვა პარლამენტში განხილვებისთვის“,- განაცხადა კახა კუჭავამ.



კიევი რიგით მეორე საპარლამენტთაშორისო კონფერენციას - „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით ” მასპინძლობს.



კონფერენციაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: არჩილ თალაკვაძე, კახა კუჭავა, გიორგი მოსიძე, ბექა ოდიშარია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა