logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეას ხელშესახები მიღწევები ექნება
ირაკლი კობახიძე: საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეას ხელშესახები მიღწევები ექნება
15:40 09.06.2018
„ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ხელშესახები მიღწევები და საბოლოოდ, მივაღწევთ ჩვენს მიზნებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის განმტკიცებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დასავლურ ინტეგრაციას უკავშირდება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დაფუძნების შემდეგ განაცხადა.



ასამბლეის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბიმ და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიამ კანდუმ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სამ ერს შორის ისტორიულ მეგობრობას ეფუძნება და ასამბლეის შექმნა კიდევ ერთი დემონსტრირებაა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მისწრაფებისა, ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს.



„დღეს ისტორიული დღეა - ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას სამი ქვეყნის -უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დაფუძნების შესახებ. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება ჩვენი მისწრაფებისა, კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის და თანამშრომლობა უფრო მაღალ და სტრატეგიულ დონეზე გადავიყვანოთ.



ეს თანამშრომლობა ეფუძნება სამ ერს შორის ისტორიულ მეგობრობას. უკრაინელ, მოლდოველ და ქართველ ხალხს აქვთ ისტორიული კავშირები და განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობა ეფუძნება სამ ერს შორის ისტორიულ მეგობრობას. ეს ძალიან მტკიცე საძირკველია და ჩვენ, პოლიტიკოსებმა შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ.



ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები, საერთო მიზნები და მისწრაფებები. ძალიან მნიშვნელოვანია, ერთად ვიდგეთ საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად და საერთო მიზნების მისაღწევად. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დემონსტრირება ჩვენი მტკიცე პოლიტიკური ნებისა, რომ ინტენსიურად ვითანამშრომლოთ და მწამს, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ყველა მიზანს მივაღწევთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს მათი ერთგულებისა და ენთუზიაზმისთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ხელშესახები მიღწევები და საბოლოოდ, მივაღწევთ ჩვენს მიზნებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის განმტკიცებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დასავლურ ინტეგრაციას უკავშირდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა