logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საპარლამენტო კომიტეტებმა ზაზა გაბუნიას ინიციატივას „უტრეხტის ოქმის“ რატიფიცირების თაობაზე მხარდაჭერა გამოუცხადეს
საპარლამენტო კომიტეტებმა ზაზა გაბუნიას ინიციატივას „უტრეხტის ოქმის“ რატიფიცირების თაობაზე მხარდაჭერა გამოუცხადეს
15:43 07.06.2018
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ „ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიღების უფლების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმის“, სარატიფიკაციოდ წარმოდგენის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციის პროექტი წარადგინა.


„უტრეხტის ოქმი“ შემუშავებულია ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ და წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებით ოქმს, სადაც აქცენტი კეთდება თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე.



„ევროპულმა სახელმწიფოებმა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი გზა გაიარეს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და გაძლიერებისთვის, როგორც მმართველობითი სისტემის სრულყოფისთვის. ეს, ბუნებრივია გამოიხატა იმ შეთანხმებებში, რომელზეც კონსენსუსი აქვს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს და რომელიც გამოიხატა ევროპული ხასიათის დოკუმენტებში. საქართველომ მოახდინა დეკლარირება იმ ღირებულებების, რასაც ეყრდნობა ევროპული ადგილობრივი თვითმმართველობა“, - განაცხადა მომხსენებელმა.


როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, ევროპულ ქარტიას საქართველომ ხელი მოაწერა 2002 წელს, ხოლო 2004 წელს მოახდინა მისი რატიფიცირება, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და ნაბიჯი საქართველოში თვითმმართველობის სისტემის შექმნისთვის და გაძლიერებისთვის. „თვითმართველობის განვითარებაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობა არის ფუნდამენტური საკითხი, რაც გამოიყო კიდეც ცალკე დოკუმენტის სახით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.



მისივე თქმით, 2009 წელს ევროპულმა სახელმწიფოებმა შეიმუშავეს ახალი დოკუმენტი, რომელიც არის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმი, სადაც საუბარია თვითმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეების მონაწილეობაზე და საზოგადოების ჩართულობაზე.


„იმის გათვალისწინებით, რომ დაანონსებული გვაქვს დეცენტრალიზაციის რეფორმა, ამასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში გვაქვს ვალდებულება შევქმნათ ისეთი პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ფართო მონაწილეობას და ჩართულობას, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ თვითმმართველობის გაძლიერებისთვის ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები მათ შორის, საკონსტიტუციო გარანტიები, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დადგეს იმ სახელმწიფოთა რიგში, რომელთაც აქვთ ეს ევროპული დოკუმენტი მიღებული, ხელმოწერილი და რატიფიცირებული. ამით ჩვენ მოვახდენთ სწორედ იმ ღირებულებების დეკლარირებას, რომელზეც დგას ევროპული ადგილობრივი თვითმმართველობა“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.



კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი დოკუმენტის რატიფიცირებას მხარი ერთხმად დაუჭირეს. დოკუმენტი განხილვისას, ასევე, ერთხმად იქნა მხარდაჭერილი ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომებზე.



„მართლაც მნიშვნელოვანი ინიციატივაა იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო ჩართულობა არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობებში. ეს არის დროული, საჭირო და მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გაუჩენს ჩვენს მოქალაქეებს იყვნენ აქტიურები. საჭიროა ადამიანებს ხელისუფლების მხრიდან ჰქონდეთ მეტი სიგნალი, რათა უფრო მეტად იყვნენ ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში. ეს ინიციატივა იქნება სწორედ ის სიგნალი, რომელიც მათ მისცემს დამატებით მუხტს თვითმმართველობის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ.



„საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო-აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი-A)” და „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო-აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი-B)” ფინანსურ ხელშეკრულებაში N2 ცვლილების შეტანის შესახებ“ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი წერილ-შეთანხმება განიხილეს.

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ფინანსურ ხელშეკრულებებში შედის მეორე ცვლილება, რომელიც ეხება წარმოდგენილი ხელშეკრულებების დასრულების თარიღის გახანგრძლივებას 2020 წლის 31 დეკემბრამდე.


„2012 წლის 11 მაისს და 2013 წლის 28 ნოემბერს ევროპის საინვესტიციო ბანკთან გაფორმებულია ორი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გამოყოფილია 200 მლნ. ევროს საკრედიტო რესურსი ასევე, 20 მლნ ევრო საგრანტო რესურსი, რომელიც განსაზღვრულია სამტრედია-გრიგოლეთის 52 კმ სიგრძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დასაფინანსებლად. დღეის მონაცემებით ჩამორიცხულია 113 მლნ ევრო და დანარჩენი თანხის ჩამორიცხვა უნდა განხორციელდეს 2020 წლის 31 დეკემბრამდე“, - განაცხადა მომხსენებელმა.

სხდომაზე „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ მოისმინეს, რომელიც კანონმდებლებს გიორგი კაკაურიძემ გააცნო.
გამოსვლისას, მომხსენებელმა ძირითად მაკროეკონომიკურ და საბიუჯეტო პარამეტრებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი ინფორმაციით, 2017 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 4.0%-ის ოდენობით, თუმცა წლის განმავლობაში რეალურ ეკონომიკურ ზრდას უფრო მაღალი ტენდენცია ჰქონდა და ფაქტიური მაჩვენებლების მიხედვით გასულ წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 5.0 % შეადგინა.


ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2017 წელს ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კვლავ კერძო სექტორს ეჭირა.
„2017 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 19.4 პროცენტით, ხოლო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 19.6 პროცენტით გაიზარდა. ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 39.3 ათასი ადამიანით“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.


მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი განსაზღვრული იყო 4%-ით. 2017 წელს, მიზნობრივთან შედარებით ინფლაციის უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც ერთჯერადი ფაქტორების ზეგავლენის შედეგი იყო.
რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, 2017 წელს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 709.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტის ზრდა იყო 29.1%-ით მეტი და შეადგინა 2 728.0 მლნ. აშშ დოლარი ხოლო, იმპორტი 9.4%-ით გაიზარდა და შეადგინა 7 981.3 მლნ. აშშ დოლარი.
მომხსენებლის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 844.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.0 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 646.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (13.0% მეტი), ხოლო იმპორტი 2 197.7 მლნ. აშშ დოლარი (0.8% ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნების წილმა 26.6% შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23.7%, ხოლო იმპორტში 27.5%.


„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი ეს არის ტურიზმი და გასულ წელს საქართველოს 7 555 ათასი ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს 18.8 %-ით აღემატება. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2 753 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27.1 %-ით (587 მლნ აშშ დოლარით) აღემატება გასული წლის მაჩვენებელს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მისი განცხადებით, გასულ წელს, წმინდა ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით 22.3 %-ით გაიზარდა.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ ქვეყანაში იყო რეკორდული მაჩვენებელი, რომელმაც 1 861.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამაში დიდი როლი ითამაშა საგადასახადო რეფორმამ, რომელიც ქვეყანამ გაატარა“, - აღნიშნა მთავრობის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალი მთლიან ეკონომიკასთან მიმართებაში სტაბილურობით ხასიათდება და 2017 წელს მშპ-ს 44.6 პროცენტის დონეზეა. საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელმა შეადგინა 2,9%.



2017 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 10 811 160.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 10 921 173.9 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101.0%.

გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 9 740 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 9 778 948.3 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.4%. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი შესრულდა 101,1%, და სულ შეადგინა 11 მლრდ 618 მლნ ლარი.
მათ შორის გადასახადების მაჩვენებელი 8,991,307.5 ლარი რომელიც შესრულებულია 100,1 %-ით; გრანტების სახით მიღებულმა სახსრებმა შეადგინა 350,602.3 ლარი ანუ 105.9%, სხვა შემოსავლებით მიღებულმა მაჩვენებელმა კი შეადგინა 408,417.1 ლარი, ანუ 106.1%.


რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით გაიზარდა 305 000.0 ათასი ლარით და განისაზღვრა 11 720 475.0 ათასი ლარით.

საანგარიშო პერიოდის საკასო შესრულებამ შეადგინა 11 764 835.4 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 100.4%-ია.


მომხსენებელმა, სამინისტროების მიხედვით ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესრულება თითქმის ყველგან 100%-იანია.


მომხსენებლის განცხადებით, ძირითადი პროექტების განხორციელება მოდის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე. მისივე თქმით, გასულ წელს საკასო ხარჯმა შეადგინა 1 355 000 მლნ. ლარი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 102,4 %-ია. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადარიცხულმა თანხამ ჯამში შეადგინა 942 მლნ. ლარამდე.



„ბიუჯეტის შესრულება გვაქვს გადაჭარბებით, ეს გამოჩნდა კონკრეტულ ციფრებში და პროცენტულ მაჩვენებლებში. ბუნებრივია, ასეთივე შეფასებას ვაძლევთ წარმოდგენილ მონაცემებს და შესრულებას. განსაკუთრებით კი, როდესაც ვსაუბრობთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე, სადაც ნათლად ჩანს რომ შესრულება 100%-ზე მეტია ყველა მიმართულებით. კომიტეტი მიესალმება ამ ძალიან მაღალ ნიშნულს შედეგობრივი თვალსაზრისით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.



სხდომაზე, ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ და საკითხის ერთ-ერთმა ინიციატორმა ზაზა გაბუნიამ წარადგინა. მისი განცხადებით, კანონპროექტში ასახულია ყველა ის შენიშვნა, რომელიც მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვისას იყო გამოთქმული. შესაბამისად, კომიტეტის წევრებს საკითხის განხილვისას შენიშვნები არ გამოუთქვამთ.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა